ღირსი პახომი ნერეხტელი (+1384) - 15 მაისი (28 მაისი)
ღირსი პახომი ნერეხტელი (+1384) - 15 მაისი (28 მაისი)
ღირსი პახომი XIV საუკუნეში ცხოვრობდა. დაიბადა ვლადიმირში, მღვდლის ოჯახში. 7 წლისა მასწავლებელს მიაბარეს და ამიტომაც ყრმობიდანვე კარგად იცოდა წმინდა წერილი. საწუთროსაგან დამძიმებულმა ვლადიმირის შობის მონასტერს მიაშურა და იქ აღიკვეცა მონაზვნად. ყველანაირ სამორჩილო საქმეს დიდი გულმოდგინებით ასრულებდა, მაგრამ განმარტოებით ცხოვრება ეწადა. ამიტომაც ჩუმად დატოვა მონასტერი და ნერეხტის მიდამოებში დასახლდა. გამოხდა ხანი და ადგილობრივ მცხოვრებთა დახმარებით წმინდა პახომიმ კოსტრომის მხარეში, სინაპოვოში მონასტერი ააშენა, რომლის წინამძღვრადაც იგი იქნა დადგენილი. სულიერი და ხორციელი მოსაგრეობის მაგალითს წმინდანი თვითონ აძლევდა ძმობას. 1384 წელს წმინდა პახომი გარდაიცვალა და დაკრძალეს თავისსავე აშენებულ სამების მონასტერში. წმინდა პახომის ორჯერ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია: 15 მაისს მფარველი წმინდანის ხსენების დღეს და 23 მარტს, როცა იგი აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1