წმინდა მოსე (XVს) - 23 თებერვალი (8 მარტი ან 7 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა მოსე (XVს) - 23 თებერვალი (8 მარტი ან 7 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა მოსე XV საუკუნის მოღვაწეა მდინარე ბელოროზის ნაპირზე მდებარე წმინდა სამების მონასტრის ბერი. მოსეს უფლისგან ეუწყა, რომ მოღვაწეობისას სამჯერ უნდა გამოეცვალა მოსაგრეობის ადგილი. მართლაც 1451 წელს დატოვა მონასტერი მდინარის ადიდებისა და დატბორვის გამო, მეორედ - 1515 წელს, ისევ ადიდებული მდინარის გამო და მესამედ მაშინ, როცა 1612 წელს პოლონელებმა დაიკავეს ბელოზერსკი. 1613 წელს მონასტერი დაიწვა. დედოფალ ეკატერინე II-ის (1764 წ.) რეფორმის დროს მონასტერი დაიხურა და მხოლოდ ტაძარი ფუნქციონირებდა. წმინდა მოსეს წმინდა ნაწილები მონასტერში განისვენებდა XX საუკუნემდე. საბჭოთა ხელისუფლების დროს იქ მოწყობილი წყალსაცავის გამო მონასტერი ისევ დაიტბორა, ამიტომ წმინდანის ნაწილების ბედი უცნობია.

ძველი სტილით 23 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია ასევე იხსენიებს დვინში სარკინოზებისგან ნაწამებ წმინდა მოწამე დავითს, მოწამე კლიმენტის, მოწამე თეისს, 73-თა სირმიონელ მოწამეს (303 წ.).

ბეჭდვა
1კ1