ღირსი დამიანე (+1280) - 23 თებერვალი (8 მარტი ან 7 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი დამიანე (+1280) - 23 თებერვალი (8 მარტი ან 7 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი დამიანე ათონზე, ესთიგმენის მონასტრის ერთ-ერთ სკიტში მოღვაწე მდუმარე ბერი იყო. წმინდა ესთიგმენის მონასტერი დგას ათონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ხილანდარის მონასტრის ახლოს. მონასტერს საძირკველი ზღვაში აქვს. მის გარშემო სხვადასხვა პერიოდის ნანგრევებია - რომაელთა ბატონობის დროით დაწყებული, პირველ განდეგილთა ეპოქით დამთავრებული.

მონასტერი დაარსებულია X-XI საუკუნეებში. მას არაერთხელ დასხმიან თავს მეკობრეები, იგი ზარალდებოდა ხანძრებისგანაც. დოკუმენტებით, მეკობრეები სამჯერ (873, 1047 და 1543 წლებში) დასხმიან თავს მონასტერს. 1491 წლის ხანძარი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ესთიგმენისთვის.

მონასტერს განსაკუთრებით მფარველობდნენ ბიზანტიელი მონარქები. იმპერატორთა სიგელები ადასტურებდნენ, რომ მონასტერს არაერთი უძრავი ქონება ჰქონდა პროვლაკში, სკუტარში, კროსევში, კრასტაში, თესალონიკსა და კონსტანტინოპოლში. ესთიგმენმა აღზარდა ისეთი უმაღლესი სასულიერო მოღვაწენი, როგორიცაა წმინდა ანასტასი კონსტანტინოპოლის პატრიარქი (1310 წ.) და სოლუნელი არქიეპისკოპოსი წმინდა გრიგოლ პალამა (1335 წ.).

ღირსი დამიანე დიდ სულიერ სიახლოვეს გრძნობდა წმინდა კოსმა ზოგრაფელთან (ხს. 22 სექტემბერს) და მეგობრობდა მასთან. მორჩილებით გამორჩეული მამა უფალმა ადიდა: მიცვალების შემდგომ 40 დღე მისი ცხედარი კეთილსურნელებას აფრქვევდა (+1280).

ბეჭდვა
1კ1