წმინდა მელეტი - ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი (+381) - 12 (25) თებერვალი
წმინდა მელეტი - ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი (+381) - 12 (25) თებერვალი
წმინდა მელეტი მცირე აზიის ჩრდილო აღმოსავლეთში, სომხეთის სებასტიაში დაიბადა. ანტიოქიის პატრიარქის ტახტზე იგი შემდეგი გარემოებების გამო ავიდა. ანტიოქიის არიოზელი პატრიარქი ევდოქსი (357-358 წლებში პატრიარქობდა ანტიოქიაში) მოიხიბლა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სიმდიდრით და იქ გადასვლა მოინდომა. სწორედ ამ პერიოდში ჩამოაგდეს ტახტიდან მზაკვარი ერეტიკოსი მაკედონიოსი, ხოლო კონსტანტინე დიდის ვაჟის, კონსტანცის მეფობის ჟამს კონსტანტინოპოლის ეკლესია უამრავი საგანძურით იყო ავსებული და სხვა ეკლესიებზე მათ შორის ანტიოქიის ეკლესიაზე უფრო მდიდარი იყო. ამიტომ ევდოქსის ანტიოქიის საყდარი აღარ აინტერესებდა და კონსტანტინოპოლის ტახტის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. ანტიოქიელებმა როცა პატრიარქის განზრახვა შეიტყვეს, ძალზე გაბრაზდნენ და ქალაქიდან გააძევეს. ევდოქსი კონს-ტანტინოპოლში ჩავიდა და პატრარქის ტახტზე ავიდა (ევდოქსი 360-370 წლებში პატრიარქობდა კონსტანტინოპოლში). ანტიოქიელები კი ახალი პატრიარქის ასარჩევად შეიკრიბნენ. ამ კრების მონაწილეთა უდიდეს ნაწილს არიოზელები წარმოადგენდნენ. მართლმადიდებლები უმნიშვნელო რაოდენობის იყვნენ. მათაც ლანძღავდნენ და ევსტატელებს ეძახდნენ, როგორც ანტიოქიის ყოფილი პატრიარქის, წმინდა ევსტატის თანამოაზრეებს (პატრიარქობდა 323-331 წლებში) რომელიც მართლმადიდებლური რწმენის გამო იდევნებოდა თავისი მღვდელმთავრობისას. კრებაზე დამსწრეებს ყველას ბაგეზე წმინდა მელეტის სახელი ეკერა, ყველას სურდა მისი მღვდელმთავრობა, განსაკუთრებით არიოზელებს, რომელთაც ის თავიანთ თანამოაზრედ მიაჩნდათ და იმედი ჰქონდათ, რომ ის თავისი სიბრძნით ევსტატელებს არიოზელებად მოაქცევდა. ამგვარად კრებამ მელეტი ერთხმად ანტიოქიის მთავარეპისკოპოსად აირჩია. თავიანთი თანხმობა ყველამ ხელის მოწერით დაადასტურა და კრების დადგენილება იქ მყოფ წმინდა ევსები სამოსატელს ჩააბარეს შესანახად. შემდეგ კი წმინდა მელეტის მეფის სიგელთან ერთად თხოვნაც გაუგზავნეს და დიდი პატივით, უამრავი ხალხის მეგზურობით ანტიოქიაში ჩამოიყვანეს. ამ წმინდა კაცის ქალაქში ჩამობრძანებას ასე აღწერს წმინდა თეოდორიტე კვირელი: "როცა მეფისგან მოწოდებული დი¬დებული მელეტი ანტიოქიას მიუახლოვდა, მის შესახვედრად ყველა გამოვიდა, სამღვდელო ხარისხის მქონენიც და ერისკაცებიც, ეკლესიის მსახურნი და ყველა მოქალაქე: აქ იყვნენ იუდეველებიც და ურწმუნოებიც, ყველას სურდა სახელოვანი მელეტის ხილვა".

ამგვარად, წმინდა მელეტი იმიტომ აირჩიეს პატრიარქად, რომ იგი სიბრძნითა და სიწმინდით იყო ავსებული. რასაც მოწმობს მისი თანამედროვე წმინდა ეპიფანე კვირელი. ხოტბის შესხმის შემდეგ ის მასზე წერს: "ჩვენთან ყველა დიდ პატივს სცემს ამ კაცს, და ყველგან ადიდებენ. თავისი მდგრადი ცხოვრებით, პატიოსნებით, ჩვეულებებით ფრიად საქებარია. ხალხს იგი უბიწო ცხოვრების გამო უყვარს და ძალზე გაოცებულები არიან მისით".

ხალხს ისე უყვარდა იგი, რომ მისი კურთხევისას ყველა ცდილობდა მის შინ მიპატიჟებას, რათა მისი მიბრძანებით მათი ოჯახი კურთხეულიყო.

ტახტზე ასვლის მერე წმინდა მელეტი მოშურნედ ასწავლიდა ხალხს ღვთივსათნოდ ცხოვრებას, კეთილ ჩვეულებებს, ამზადებდა მათ გულებს ჭეშმარიტი მართლრწმენისაკენ - წმინდა მღვდელმთავარი თვლიდა, რომ თუ ჯერ ადამიანთა ბოროტ ზნეს გამართავდა და მათ გულებს ეკალბარდისგან გაწმენდდა, ადვილად შეძლებდა იქ მართლმადიდებლობის თესლის ჩადებას.

მაშინ მელეტიმ დიაკვნად დაადგინა დიდებული ბასილი, რომელიც ანტიოქიაში იერუსალიმიდან ჩამოვიდა. ხოლო მეორე სახელგანთქმული კაცი იმ დროისა, წმინდა იოანე ოქროპირი, ჯერ ყმაწვილი გახლდათ და სხვებთან ერთად შეხვდა წმინდა მელეტის, ხოლო როცა ბასილი ჩამოვიდა ანტიოქიაში, ის წიგნიერ ცოდნას იღებდა. თუმცა წმინდა მელეტის პატრიარქობის მშვიდი დღეები დიდხანს არ გაგრძელებულა. ხალხს აინტერესებდა თუ რა რწმენას აღიარებდა ახალი მწყემსმთავარი; როცა წმინდა მელეტის ამის შესახებ სთხოვეს, მან ეკლესიაში შეკრებილ ხალხს ღვთის სიტყვის ქადაგებით მიმართა, რომელშიც მან განადიდა ნიკეაში, პირველ მსოფლიო კრებაზე დამტკიცებული მართლმადიდებლური მრწამსი, მან დაამტკიცა, რომ ძე ერთარსია, თანაარსია, თანასწორია მამისა, რომ იგი არ არის შექმნილი და შემოქმედია ყოველი ქმნილებისა. ამგვარად ასწავლიდა ხალხს მღვდელმთავარი. ეს რომ ანტიოქიის ეკლესიის მთავარდიაკვანმა გაიგონა, რომელიც არიოზელი იყო, მივიდა თავის მღვდელმთავართან და თავის ხელით კადნიერად ბაგე დაუხშო წმინდა მელეტის, რათა არ ეღიარებინა ჭეშმარიტი რწმენა. თუმცა მთავარდიაკვნის ხელი მელეტის ლაპარაკს უშლიდა, მან თავისი ხელი ხალხისკენ გაიშვირა და უფრო ცხადად, ვიდრე ენით, აღიარა წმინდა სამების რწმენა: თავიდან მან სამი თითი აჩვენა და ამით გამოსახა ღვთაების სამი პირი, შემდეგ ორი მოკეცა და ერთი დატოვა, ამით სამებით ერთარსებობა აჩვენა. ეს რომ მთავარდიაკვანმა დაინახა, მღვდელმთავრის ბაგეს თავი ანება და მის ხელს ეცა, რომლითაც ის წმინდა სამებას გამოსახავდა. ბაგე გათავისულებულმა წმინდანმა ახლა ენით აღიარა მართლმადიდებელი რწმენა, ხალხს მოუწოდა მტკიცედ დაეცვათ და არ ეღალატათ ნიკეის კრებაზე დამტკიცებული მრწამსისთვის: ყოველი, ვინც ნიკეის კრების დოგმატებს არ აღიარებს, შორსაა ჭეშმარიტებისაგან, - ამბობდა იგი. ასე გაგრძელდა დიდხანს, მთავარდიაკვანი ხან მისი ბაგეების დახშობას ცდილობდა, ხან ხელს უკავებდა, წმინდანი კი ხან ბაგით და ხანაც ხელით გადმოსცემდა მართალ მრწამს. მაშინ ევსტატელებად წოდებულმა მართლმადიდებლებმა ძალზე გაიხარეს, როცა მოციქულის საყდარზე ასეთი ღვთისმოშიში მღვდელმთავარი იხილეს, და ხმამაღლა შეძახილებით მხარი დაუჭირეს თავანთი მღვდელმთავრის მართლაღსარებას. სამაგიეროდ ძალზე შეწუხდნენ იქ შეკრებილი არიოზელები, მათ ღვთის მღველმთავარი ეკლესიიდან გააგდეს და ყველგან მას ლანძღავდნენ, ამტკიცებდნენ, რომ ის ერეტიკოს საველიოსის მიმდევარი იყო. მათ მეფე კონსტანცი დააჯერეს და ღირსი მელეტი სამშობლოში, სებასტიაში გადაასახლებინეს. წმინდანი შუაღამისას ანტიოქიიდან გამოიყვანეს და სომხეთში გაგზავნეს, მის ადგილას კი ვინმე არიოზელი ევზოი აირჩიეს, რომელიც ჯერ კიდევ მელეტის არჩევისას დიაკვანი იყო.

წმინდა ევსები სამოსატელმა, როცა ანტიოქიის ეკლე-სიაში დაინახა, თუ როგორ გააგდეს თავიანთი უდანაშაულო ეპისკოპოსი, ძალზე შეწუხდა. ადგა, ყველასგან მალულად დატოვა ანტიოქია და თავისი ქალაქისკენ გაემართა. როცა ევსების წასვლა შეიტყვეს, არიოზელებს გაახსენდათ, რომ წმინდა მელეტის მღვდელმთავრობის დამადასტურებელი, მთელი კრების მიერ ხელმოწერილი სიგელი ევსებისთან ინახებოდა, ერეტიკოსებს ეშინოდათ, რომ ევსები რომელიმე კრებაზე მათ ამ სიგელით ამხელდა. რამეთუ მათ ჯერ ერთხმად აირჩიეს პატრიარქი და მერე კი თვითონვე გააგდეს იგი. ამიტომაც მათ ამ დროს ანტიოქიაში მყოფ მეფეს სთხოვეს ევსებისთან კაცი გაეგზავნათ და სიგელი მოეტანა.

მეფემ მაშინვე მხედარი დაადევნა ევსების, როცა მეფის წარგზავნილები ევსების დაეწივნენ და მას მეფის ბრძანება გადასცეს, წმინდა მღვდელმთავარმა უპასუხა: "არ შემიძლია ახლა სიგელის მოცემა, მე მას მხოლოდ მაშინ მოგცემთ, თუ ყველა ერთად შეიკრიბება, რომელთაც მე ეს სიგელი მომანდეს შესანახად".

მეფის გაგზავნილი კაცი უკან ხელცარიელი დაბრუნდა. მეფე ძალზე განრისხდა და წმინდა ევსების წერილი გაუგზავნა; მასში ეწერა, რომ თუ ევსები სიგელს არ მისცემდა, მას მარჯვენა ხელს მოჰკვეთდნენ. მეფე ამას შესაშინებლად წერდა, ხოლო თავის მსახურს ამის გაკეთება აუკრძალა.

როცა მეფის ელჩი კვლავ მივიდა წმინდა ეპისკოპოსთან და მრისხანე შინაარსის წერილი გადასცა, წმინდა ევსებმა წაკითხვის შემდეგ, ორივე ხელი წინ გაიშვირა და თქვა: "თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ მარჯვენა, არამედ მარცხენა ხელიც მომაჭრათ, მაგრამ სიგელს არ მოგცემთ, რადგან ცხადად ამხილებს არიოზელთა ბოროტებას და უსჯულოებას.

მეფის ელჩი უკან ისევ ხელცარიელი დაბრუნდა. მეფემ წმინდანის პასუხი რომ მოისმინა, ძალზე გაოცდა მისი მამაცობით და ურყევობით, შემდგომში სხვების წინაშე ხოტბას ასხამდა წმინდა ევსების.

წმინდა ევსების ჩამოგდების შემდეგ მართლმადიდებლები დაშორდნენ არიოზელებს, მათ ქალაქის გალავანს გარეთ მდებარე ეკლესია აირჩიეს, სადაც ხუცესი პავლინე მართლმადიდებელი ეკლესიის წესით ატარებდა ღვთისმსახურებას. რაღაც დროის მერე მეფე კონსტანცი მოკვდა. მის ადგილას იულიანე გაანდგომილი ავიდა. თავისი მეფობის დასაწყისში მან ფარისევლურად ღვთისმოსავად მოაჩვენა ხალხს თავი, გაათავისუფლა გადასახლებაში მყოფი ეპისკოპოსები და ყველას თავის ეპარქიაში დაბრუნება უბრძანა. მეფის ბრძანებით წმინდა მელეტიც ანტიოქიაში დაბრუნდა. სამწუხაროდ მას მართლმადიდებელი ეკლესია შუაგაყოფილი დახვდა: ერთნი პატრიარქის ტახტზე მის დაბრუნებას ელოდნენ, სხვებმა ლოდინს თავი ანებეს და ეპისკოპოსად ზემოთ ხსენებული ხუცესი პავლინე აირჩიეს, მათ პავლინელებს ეძახდნენ, ხოლო მეორე ნაწილს მელეტელებს: გაყოფის მიზეზი ისიც გახლდათ, რომ პავლინელები არ იკარებდნენ ახლოს იმ ყოფილ არიოზელებს, რომლებიც მართლმადიდებლობას წმინდა მელეტის სწავლების მერე დაუბრუნდნენ. ამას ორი მიზეზით აკეთებდნენ: ეს პირები არიოზელების მიერ იყვნენ მონათლულნი, და თვითონ წმინდა მელეტი არიოზელებმაც აირჩიეს, რადგან კრებაზე უმეტესნი იყვნენ. თუმცა ორივე მხარე ერთნაირად აღიარებდა მართლმადიდებლურ დოგმატებს, მათი გაყოფის საბაბი გარემოების აღწერა იყო. დაბრუნებისთანავე წმინდანმა სცადა ქრისტეს გაყოფილი ფარის კვლავ შეერთება. მშვიდი და მდაბალი მღვდელმთავარი არც პავლინეს ეპისკოპოსობას უარყოფდა. მას აღიარებდა და თვითონ ახალ ფარას მწყემსავდა - არიოზელებიდან მოქცეულებს, რომლებიც პავლინელებმა ახლოს არ გაიკარეს. როცა უსჯულო იულიანე ტახტზე მყარად დაჯდა, აშკარად უარყო ქრისტე და კერპებს სცა თაყვანი, მაშინ მელეტი ანტიოქიიდან კვლავ გააძევეს. იულიანეს ვრცელ სამეფოში ქრისტიანების დევნა დაიწყეს, ყველაზე მეტი მსხვერპლი ანტიოქიაში იყო. უსჯულო მეფე სპარსეთის დასალაშქრავად გაემართა და ანტიოქია გაიარა. აქ ქალაქის გარეუბანში დაფნას რომ ეძახიან, მან მსხვერპლი უხვად შესწირა აპოლონის კერპს, აქვე ახლოს დაკრძალული იყო წმინდა მღვდელმოწამე ბაბილას და სამი ყრმის წმინდა ნაწილები. ერთხელ მეფემ ამ ცრუ ღმერთს, აპოლონს, რომელიც ადამიანებს პასუხს სცემდა, ჰკითხა სპარსელებს თუ მოუგებდა ომს? მას მერე, რაც იქ წმინდა ბაბილას ნაწილები გადაასვენეს, ეშმაკმა იქაურობა დატოვა და პასუხს აღარ სცემდა. მეფე ძლიერ შეწუხდა, რომ კერპი აღარ წინასწარმეტყველებდა. მოხუცი ქურუმებისგან შეიტყო, რომ კერპის დუმილის მიზეზი ბაბილას წმინდა ნაწილები იყო. მან გალილეველებს (ასე ეძახოდა ქრისტიანებს) უბრძანა, რომ წმინდა ნაწილები იქიდან წაეღოთ. მაგრამ როგორც კი წამოიღეს, აპოლონის ტაძარს ზეციდან ცეცხლი დაეცა და ბომონი კერპთან ერთად გაანადგურა. ამან ძალზე დაამწუხრა უწმინდური ქურუმები და გადაწყვიტეს, ქრისტიანებზე შური ეძიათ. ამიტომაც მეფეს უთხრეს გალილეველებმა სიძულვილის გამო დაწვეს ღამე აპოლონის ტაძარიო. მეფე სასტიკად გამძვინვარდა ქრისტიანებზე: მან მათი დევნა ბრძანა და როცა მთავარეპისკოპოსი მელეტი ქალაქიდან გააძევეს, სხვა ქრისტიანებმა თავს გაქცევით უშველეს და საიდუმლო თავშესაფრებში დაიმალნენ. მაშინ აწამეს ორი ანტიოქიელი ხუცესი მაკარი და ევგენი და წმინდა არტემი. როცა ღვთისმოძულე მეფე იულიანე საშინელი სიკვდილით დაიღუპა, მეფის ტახტზე ავიდა ღვთისმოსავი და ქრისტესმოყვარე იოვიანე. მაშინ წმინდა მელეტი კვლავ მწყემსი და მასწავლებელი გახდა მართლმადიდებელი ანტიოქიელებისა, მეფე იოვიანეც პატივს სცემდა წმინდანს და ძალზე უყვარდა. ამიტომაც არიოზელებს წმინდა მელეტისა ეშინოდათ, ზოგიერთი ეპისკოპოსი ფარისევლურად მფარველობდა მართლმადიდებლურ აღმსარებლობას და მეფესა და ღირს მელეტის ამით თავს აწონებდა. ამ დროს ანტიოქიაში წმინდა მელეტის და წმინდა ევსები სამოსატელის მიერ მოწვეული ადგილობრივი კრება გაიმართა. მასზე არიოზელებმა მამისა და ძის ერთარსობა და ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე დამტკიცებული მართლმადიდებლური რწმენა აღიარეს; მაგრამ ეს აღიარება იყო ფარისევლური და ტყუილი, რამეთუ მას მერე, რაც მეფე იოვიანე მოკვდა (მან სულ ორი წელი იმეფა) და ტახტზე ვალენტი ავიდა, ერეტიკოსებმა ცხადად დაამტკიცეს, რომ ისინი თავიანთ ბოროტ რწმენაზე დარჩნენ. მათ მეფე ვალენტიც კი შეცდომაში შეყვანეს თავისი ცოლის, დომნიკას მეშვეობით. მაშინ მან კვლავ დაიწყო მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მწყემსების დევნა. ამ უწმინდურმა ვალენტიმ ანტიოქიაში დიდ ხანს დაჰყო და იქ გაამტკიცა არიოზული ერესი; ერეტიკოსების ჩაგონებით, წმინდა მელეტიც გააძევა და ის ვალენტის სიკვდილამდე (ანუ თოთხმეტი წელი) გადასახლებული იყო.

ვალენტის შემდეგ ტახტზე ღვთისმოშიში მეფე გრაციანე (მეფობდა 383-392 წლებში), მაშინ მეფის ბრძანებით გადასახლებიდან კვლავ დააბრუნეს მართლმადიდებელი ეპისკოპოსები. წმინდა მელეტი უკვე მესამედ დაბრუნდა ანტიოქიაში, მაგრამ უთანხმოება მართლმადიდებლობის ორ ერთგულ მღვდელმთავარს შორის კვლავ გრძელდებოდა: ერთნი პირველს თვლიდნენ მღვდელმთავრად, სხვები მეორეს. თან ორივე მხარეს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ. წმინდანი ორივე მხარის შერიგებას ცდილობდა. მაშინ ღვთისმოშიშმა და ქრისტესმოყვარე მეფე გრაციანემ ბრძანება გამოსცა, რომლის ძალითაც არიოზელებს ტაძრები ჩამოერთვათ და მართლმადიდებლებს გადაეცათ. ანტიოქიაში მეფის ბრძანება ვინმე დიდებულმა საპორმა ჩამოიტანა. წმინდა მელეტიმ ეპისკოპოს პავლინეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "რადგანაც უფალმა ეს სამწყსო ჩამაბარა და ფარის ნაწილი სამწყემსავად შენ წაიყვანე, ხოლო ორივე სამწყსო ერთი აღმსარებლობისაა, მოდი შევაერთოთ ისინი, ჩემო ძმაო, თავი ვანებოთ პირველობისთვის დავას, და ერთად ვმწყემსოთ სიტყვიერი ცხოვარნი, ერთად ვიზრუნოთ მათზე. თუ საპატრიარქოს ტახტის ფლობა ჩვენ შორის დავას ამძაფრებს, მაშინ შევეცდები ამის აღმოფხვრას: "მე ტახტზე წმინდა სახარებას დავდებ, ჩვენ სახარების ორივე მხარეს დავჯდეთ, და თუ პირველი გარდავიცვლები, მაშინ შენ მარტო გაუძღვები მრევლს, ხოლო თუ შენ პირველს გაგიყვანს უფალი, მაშინ ძალისამებრ ვიზრუნებ მრევლზე". ასე შესთავაზა წმინდა მელეტიმ, მისთვის ჩვეული გამორჩეული სიმშვიდით და სიმდაბლით, მაგრამ პავლინე არ დაეთანხმა მის წინადადებას, მაშინ საპორმა ამის შესახებ მეფეს შეატყობინა, საპასუხოდ მეფის ბრძანებით საკათედრო ტაძარი სხვა ეკლესიებთან ერთად არიოზელებს ჩამოერთვათ და მელეტის გადაეცა, ხოლო პავლინემ იმ მრევლის მწყემსვა განაგრძო, რომლებიც ერთ დროს მელეტისგან წაიყვანა. ამგვარად, წმინდა მთავარეპისკოპოსმა მიიღო ის ტახტი, რომელზეც ერთხმად აირჩია კრებამ.

ამის მერე წმინდა მელეტი უკვე მშვიდად, ბრძნულად და მოშურნედ წინ უძღოდა მრევლს, ვიდრე ნეტარ აღსასრულამდე. არიოზელებს უკვე აღარ შეეძლოთ ქრისტეს ეკლესიის და მისი კეთილი მწყემსების დევნა-შევიწროება, განსაკუთრებით ვერაფერს უშვრებოდნენ წმინდა მელეტის, რომელიც მზესავით ანათებდა ეკლესიას და განდევნიდა ერესის სიბნელეს. მისი დამოძღვრით ანტიოქიელები წარემატებოდნენ სათნოებათა ქმნაში და მართლმადიდებლური რწმენის შეცნობაში და მის მსგავსად ეკლესიის მნათობნი შეიქნენ. მათ შორის იყო ფლავიანე, რომელიც მელეტის შემდეგ ავიდა საპატრიარქოს ტახტზე, აკაკი, რომელიც შემდგომში ვერიის ეპისკოპოსი გახდა, დიოდორე ტარსელი, ელპიდე, მელეტის დომესტიკი, რომელმაც შემდგომში ლაოდიკიაში ეპისკოპოსის კათედრა დაიკავა. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ წმინდა იოანე ოქროპირი, რომელიც მელეტიმ აკურთხა დიაკვნად. იოანეს მეგობარი ბასილი, არა კესარიელი, არამედ მისი სეხნია, მაგრამ უფრო ახალგაზრდა, რომელიც წარმოშობით ანტიოქიელი იყო და წმინდა იოანესთან ერთად გაიზარდა. ესენი და მრავალი სხვა თავ-თავიანთ ადგილზე ვითარცა სანთელნი განამშვენებდნენ და განაბრწყინებდნენ ქრისტეს ეკლესიას. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო მოღვაწეობა წმინდა სვიმეონმა, რომელიც მერე სვეტზე ავიდა, მან თავიდან მაღალ ბორცვზე თავი რკინის ჯაჭვით მიიბა. ამის შესახებ რომ შეიტყო, წმინდა მელეტი მივიდა მის სანახავად და უთხრა: "ადამიანს შეუძლიან საკუთარ თავს რკინის ჯაჭვების და ბორკილების გარეშეც დაეუფლოს და ნებითა და გონებით საკუთარი თავი ერთ ად¬გილს მიაბას".

ღირსმა სვიმეონმა ისმინა მისი რჩევა; გაიძრო ჯაჭვები და თავი საკუთარი ნებით შეიკრა, რათა ნებაყოფლობით ყოფილიყო ტყვე იესო ქრისტესი.

მის გარდაცვალებამდე გამეფდა ღვთისმოშიში მეფე თეოდოსი დიდი (375-395 წლებში მეფობდა), რომელიც თავიდან იმპერატორ გრაციანეს სახელგანთქმული მთავარსარდალი იყო და სიმამაცის გამო დიდ პატივს მიაგებდნენ, რამეთუ ხშირად სძლევდა ბარბაროსთა პოლკებს. თეოდოსიმ სამეფო ტახტზე ასვლამდე, ერთხელ ძილში ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი წმინდა მელეტი ნახა, რომელიც მანამდე ცხადში არ ენახა, და მის შესახებ არც გაეგონა. ძილში თეოდოსი ხედავდა, თითქოს მელეტი მის გვერდით იდგა და მას სამეფო ქლამიდი მოახვია და თავზე სამეფო გვირგვინი დაადგა; როცა გამოიღვიძა, გაოცებულმა თეოდოსიმ ერთ თავის ახლობელს უამბო სიზმარი და მას ახსნას ვერ უძებნიდა. ამ ხილვიდან მალევე ყველაფერი ზედმიწევნით ასრულდა. მეფე გრაციანე დარწმუნდა, რომ არ შეეძლო თავისი ვრცელი იმპერიის მარტო მართვა და ხედავდა, რომ ყველა მხრიდან ბარბაროსები ემუქრებოდნენ, მან სახელმწიფოს მართვაში თავის დამხმარედ სარდალი თეოდოსი აირჩია, როგორც მამაცი და მართლმადიდებელი კაცი. მას მიანდო იმპერიის მთელი აღმოსავლეთი ნაწილი, რომელსაც თავიდან მეფე ვალენტი მართავდა, თვითონ კი თავისთვის დასავლეთი ნაწილი ირჩია. შეუდგა რა აღმოსავლეთი ნახევრის მართვას და სძლია თრაკიაში შემოჭრილ გუთებს, თეოდოსი კონსტანტინოპოლში ჩავიდა და მოისურვა წმინდა მელეტის ნახვა, რომელმაც მას ძილში სამეფო გვირგვინი დაადგა. სწორედ იმ დროს დიდ წმინდა მამების თანხმობით და მეფეების გრაციანეს და თეოდოსის ნებართვით, დაიწყო მეორე მსოფლიო კრების მამათა შეკრება. მეფის ბრძანებით კონსტანტინოპოლში ყველა მხრიდან ჩამოვიდნენ მამები, მათ შორის იყო წმინდა მელეტი ანტიოქიელიც. თეოდოსიმ თავის დიდებულებს და შინაურებს უბრძანა, არავის მიეთითებინა მისთვის წმინდა მელეტი: მას სურდა სიზმარში ნანახი კაცის მიხედვით ამოეცნო შეკრებილ მამებში წმინდანი და საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ სწორედ ის იყო, ვინც ძილში მეფის გვირგვინი დაადგა. როცა ეპისკოპოსთა დიდი კრებული სამეფო პალატში შემოვიდა, მეფემ მათში მალევე იცნო წმინდა მელეტი. მან ყველა დატოვა, მივიდა წმინდა მღვდელმთავართან, მუხლებში ჩაუვარდა და დაუკოცნა, ხელები, ფეხები, თვალები, ბაგე, თავი, მოკლედ, ისეთი პატივით შეხვდა, როგორც შვილი დიდი ხნის მონატრებულ მამას. მეფემ სახალხოდ მოჰყვა თავისი ხილვის შესახებ, თუ როგორ შეამკო წმინდანმა იგი სამეფო გვირგვინითა და პორფირით. წმინდა მელეტიმ კრების მამები საოცარი ნიშითაც განაცვიფრა. როცა არიოზელები არამართლმადიდებლურად ბრძნობდნენ წმინდა სამებაზე და ბოროტი სწავლებით შებილწავდნენ მართალ რწმენას. მაშინ კრების მონაწილეებმა სიტყვის წარმოთქმა წმინდა მელეტის სთხოვეს. ეს ღვთაებრივი კაცი წამოდგა, სამი თითით გამოსახა წმინდა სამების სამი პირი, შემდეგ ორი თითი მოკეცა და ერთი თითით აკურთხა ხალხი. ამ დროს ის ღვთაებრივი ცეცხლისგან აელვარდა და წმინდანმა ხმამაღლა თქვა: "სამ ჰიპოსტასს ვგულისხმობთ და ერთ არსებაზე ვსაუბრობთ".

ამით წმინდა მელეტიმ ყველა განაცვიფრა, ერეტიკოსები შეარცხვინა, ხოლო მართლმადიდებლები გააძლიერა: მან წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე დაამტკიცა. ამის მერე, მალევე, ვიდრე კრებაზე ყველა ეპისკოპოსი ჩამოვიდოდა კონსტანტინოპოლში, წმინდა მელეტი ავად გახდა და მშვიდად ჩააბარა სული უფალს (381 წელს) და მეფე, მღვდელმთავრები და მართლმადიდებელი ერი ძალზე დაამწუხრა. წმინდა მელეტის ცხედარი დიდი პატივით გადააბრძანეს ანტიოქიაში და წმინდა მღვდელმოწამე ბაბილას სიახლოვეს დაასვენეს.

კონდაკი
სულიერისა მის შენისა კადნიერებისაგან შეშინებული ივლტის განდგომილი მაკედონიოს, ხოლო ჩუენ ვედრებით მსახურებისა შენისა აღმასრულებელნი მონანაი შენი მოვილტვით შენდა სიხარულით, ანგელოზთა თანა მზრახველო მელეტო, რომელი იქმენ მახვილი ცეცხლისა ქრისტესა და მოსრენ ყოველნი იგი უღმრთოებისა ნივთნი; ამისთვის გიგალობთ შენ, მნათობსა ყოვლისა სოფლისასა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler