წმინდა მაკარი, იერისოს ეპისკოპოსი - ხსენება 19 (01.02) იანვარი
წმინდა მაკარი, იერისოს ეპისკოპოსი - ხსენება 19 (01.02) იანვარი
ღირსი მაკარი ცხოვრობდა იმპერატორების კონსტანტინე დიდის (324-337), თეოდოსის (379-408) და არკადის (395-408) მეფობისას. ის, ალბათ, იყო ქალკედონის იერისოსის პირველი ეპისკოპოსი და ითვლება ათონის მთაზე კონსტამონიტას მონასტერში წმინდა სტეფანეს ეკლესიის მაშენებლად.

თავისი საეპისკოპოსო მსახურების პირველ წლებში მან გაიცნო კონსტანტინე დიდი, რომელიც ცდილობდა აეგო ახალი რომი აკანთუსის ყელზე, იერისოსთან და ათონის მთაზე. მან ბრძნული სიტყვებით დაარწმუნა იმპერატორი, არ გაეგრძელებინა თავისი გეგმების განხორციელება და ამით გადაარჩინა მშვიდობიანი ტერიტორია და, ფაქტობრივად, ათონი.

იულიანე განდგომილის დროს წმიდანს დევნიდნენ და მან ათონის მთას შეაფარა თავი, სადაც შრომობდა და ლოცულობდა.

იგი ითვლება კონსტამონიტას მონასტრის მეორე დამაარსებლად.

ბერი მაკარი მშვიდობიანად აღესრულა იმპერატორ არკადის (395-408) დროს.


ბეჭდვა
1კ1