წმინდა სტეფანე ხირსელი (VI) - 27 დეკემბერი (9 იანვარი)
წმინდა სტეფანე ხირსელი (VI) - 27 დეკემბერი (9 იანვარი)
წმინდა სტეფანეს ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. წმ. მამა ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტერში მოღვაწეობდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და, ბუნებრივია, ანგელოზის მიერ არჩეული ერთ-ერთი ქარტიის მფლობელიც.

წმ. სტეფანე ღვთის მორჩილებითა და დიდი სიხარულით გამოემგზავრა ახალმოქცეულ ივერიაში.

ზედაზნის მთაზე დავანებულ მოწაფეებს იოანემ "მიუმცნო მცნება და სწავლა, რომლითა განამტკიცა იგინი" და განუტევა საქადაგებლად აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მხარეს. "ზენონ და სტეფანე წარვიდნენ კახეთს და მოვლეს იგი ქადაგებითა ღვთისათა".

წმ. სტეფანემ "აღაშენა სამყოფელი თვისი ხირსის სოფლის მოახლო, სახელსა ზედა წმ. სტეფანესა". ხირსა ქიზიყის მხარეშია. თუმცა ცალკეული მაგალითები ხირსელის სასწაულმოქმედი ცხოვრებისა, აღარ არსებობს, უდავოა, რომ მან "ურიცხუნი ძალნი და ნიშნი აღასრულნა ქვეყანასა ზედა, ვინათგან მრავალ არიან სასწაულნი" ქმნილნი ასურელ მამათა მიერ. "შემდეგ მრავალს მოუღუაწებია ქვემო კახეთს", ნეტარი მამა მშვიდობით აღესრულა. მის მიერ აღშენებულ მონასტერში "დაიდვა წმ. გუამი მისი სავსე სასწაულებითა და ნიშებითა".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სტეფანეს ხსენების დღეს 9 იანვარს აღნიშნავს.

წმინდა სტეფანეს ხატის წყარო
................

აქვე წაიკითხეთ:

ღირსმა სტეფანემ ტყით დაფარულ ცივგომბორის ქედზე აღაშენა მცირე ეკლესია

ხირსის მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიონერული ცენტრი იყო


ბეჭდვა
1კ1