მართალი დიმიტრი მთიელი (+1828) - 15 (28) დეკემბერი
მართალი დიმიტრი მთიელი (+1828) - 15 (28) დეკემბერი
წმინდა დიმიტრი 1740 წელს დაიბადა გლეხის ოჯახში. ერთხელ მთვრალ მამას, ჩხუბისას სილა გააწნა. ამან ისე იმოქმედა მასზე, რომ სინდისი ვერ დაიმშვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მამამ შეუნდო, აღსარებაშიც აღიარა, წმინდა მამებმაც ანუგეშეს. მან ის მარჯვენა ხელი მოიკვეთა, რომლითაც შესცოდა მამის წინაშე. ცუდად გახდა, ამ დროს ჰქონდა ხილვა, რომლის მერეც მთლიანად შეიცვალა ცხოვრების წესი. ქონების ნაწილი გლახაკებს დაურიგა, ნახევარი კი ქალიშვილს, რომელიც მშობლების სახლში დატოვა და თვითონ წმინდა ადგილების მოსალოცად წავიდა, მაშინ 42 წლის იყო. ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა და თავისი სოფლის სიახლოვეს, მთაზე, უდაბურ ადგილას დასახლდა. აქედან მიიღო ზედწოდება - მთიელი. აქ ღირსმა მამამ დაყუდებულმა იღვაწა 46 წელი. სიცოცხლეში მან მრავალ ადამიანს სცა ნუგეში, მრავალი სასწაული მოახდინა. გარდაცვალების შემდეგაც მისი საფლავი მაკურნებელ წყაროდ იქცა. ღირსი მამა 1828 წლის 15 დეკემბერს გარდაიცვალა, მაშინ ის 89 წლის იყო. 2014 წელს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და მართალი დიმიტრი მთიელი უწოდა.

ბეჭდვა
1კ1