ღირსი ტრიფონ პეჩანგელი, კოლელი, ლოპართა განმანათლებელი და მოწაფე მისი ღირსმოწამე იონა - 15 (28) დეკემბერი
ღირსი ტრიფონ პეჩანგელი, კოლელი, ლოპართა განმანათლებელი და მოწაფე მისი ღირსმოწამე იონა - 15 (28) დეკემბერი
ღირსი ტრიფონი 1495 წელს დაიბადა მღვდლის ოჯახში. სიყმაწვილისას ტაძარში საგალობლის მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, ღვთისთვის მიეძღვნა თავი. 1525 წელს დაემორჩილა უფლის მოწოდებას და სამოღვაწეოდ კოლის ნახევარკუნძულზე, ლოპარების ქვეყანაში დასახლდა. განდეგილმა მონაზონმა თავისი ღვაწლით, ცხოვრების წესით, მოთმინებით, სიყვარულით და ქადაგებით ბევრი ლოპარი შემატა ქრისტეს სამწყსოს. მან საკუთარი ხელით ააშენა წმინდა სამების სახელობის ტაძარი მდინარე პეჩანგისა და ბარენცის ზღვის შესართავში.

ამბობენ, რომ ღირსი მამის ბრძანებას თვით გარეული მხეცნიც ემორჩილებოდნენ.

1555 წელს მოსკოვში ჩამოვიდა საროჭიკოდ. ივანე მრისხანეს ძალზე მოეწონა წმინდა ბერი და სიგელით მიწები და უამრავი თანხა გადასცა. რომლითაც ღირსმა მამამ ძველი მონასტერი გააფართოვა და კიდევ ერთი ახალი სავანეც ააშენა.

ღირსი მამა 1583 წლის 15 დეკემბერს გარდაიცვალა. მან იწინასწარმეტყველა ვეჩანგის მონასტერს შვედები დაანგრევენო. ასეც მოხდა 1590 წელს. შვედებმა ყველა მონაზონი მოკლეს, პირველი იყო მამა იონა, რომელმაც შემდგომში, როცა მონასტერი აღდგა, მრავალი სასწაული მოიმოქმედა და დაეხმარა ძმათა კრებულს.

ამავე დღეს არის კოლელ წმინდანთა ხსენება, რომელიც რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ დააწესა 2003 წელს.
....................

წმინდა მღვდელმოწამენი: ილარიონი (ტროიცკი), ვერეის მთავარეპისკოპოსი (+1929); ალექსანდრე როჟდესტვენსკი, მღვდელი; ვასილი ვინოგრადოვი, მღვდელი; ვიქტორ დობრონრავოვი, მღვდელი (+1937) - 15 (28) დეკემბერი

მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.


ბეჭდვა
1კ1