წმინდა ილარიონი, სუზდალის მიტროპოლიტი (+1708) - 14 (27) დეკემბერი
წმინდა ილარიონი, სუზდალის მიტროპოლიტი (+1708) - 14 (27) დეკემბერი
წმინდა ილარიონი 1632 წელს დაიბადა ნიჟნი ნოვგოროდში. მისი წინაპრები მღვდლები იყვნენ და მან მკაცრი ასკეტური აღზრდა მიიღო. ქორწინებიდან მალევე დაქვრივდა და ამის შემდეგ ფლორიშევის უდაბნოში აღიკვეცა მონაზვნად. აქაური მონაზვნები განდეგილური ცხოვრების წესს მისდევდნენ. 1655 წელს პატრიარქმა ნიკონმა იგი მღვდლად აკურთხა. მალე ამ მონასტრის მონაზვნები ეპიდემიისგან დაიხოცნენ. გადარჩა მხოლოდ ილარიონი. მალე მის გარშემო ახალი მონაზვნური საძმო შეიკრიბა. წმინდა ილარიონი პატრიარქ ნიკონის რეფორმებს მხარს უჭერდა, იბრძოდა მეძველსტილეთა განხეთქილების წინააღმდეგ. მეფე თეოდორე ალექსის ძემ წმინდა ილარიონი სუზდალის მიტროპოლიტად აკურთხებინა. ახალი მიტროპოლიტი გულის უბრალოებით და დიდი მოწყალებით გამოირჩეოდა, ნახულობდა და შეეწეოდა პატიმრებს, უსახლკაროებს, ქვრივ-ობლებს და სასამართლოში იცავდა უსამართლოდ დატყვევებულებს.

სიცოცხლის ბოლოს წმინდა ილარიონმა მხედველობა დაკარგა. მას ცილი დასწამა ერთმა მღვდელმთავარმა, რომ ეპარქიის მართვა აღარ შეუძლიაო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ბოლომდე დარჩა კათედრაზე.

წმინდა ილარიონი 1708 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა.
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

მღვდელმოწამე ნიკოლოზი (კოვალევი), მღვდელი (+1937); წმინდა ბასიანე (პიატნიცკი) აღმსარებელი, ტამბოვის არქიეპისკოპოსი (+1940/1941) - 14 (27) დეკემბერი

მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1