ღირსი სიმონ სოიგინელი (+1562) - 24 ნოემბერი (7 დეკემბერი)
ღირსი სიმონ სოიგინელი (+1562) - 24 ნოემბერი (7 დეკემბერი)
ღირსი სიმონი წარმოშობით იყო ქალაქ სოლვიჩეგოდსკიდან. პატარაობიდანვე აღინიშნებოდა მასზე ღვთის მადლი. ცდილობდა, გასცლოდა ამქვეყნიურ პრობლემებს. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ მიატოვა მშობლების სახლი და ცხოვრობდა მონასტერში ღირს კორნელი კომენსკისთან. ის მუხლებზე დამხობილი და მტირალი ეხვეწებოდა ბერად აღკვეცას. შორსმჭვრეტელ ბერებს არ გამოპარვიათ, რომ მათ წინაშე იდგა მომავალი ღვთის რჩეული. მას შეუსრულეს თხოვნა და მიაბარეს ერთ-ერთ გამოცდილ მოხუცს. წმინდა კორნელის მიბაძვით ის მკაცრად იცავდა მარხვებს და ლოცულობდა. ის ასრულებდა ყველა წესს და გამოირჩეოდა მორჩილებით. დიდი ხნის განმავლობაში იგი ცხოვრობდა კორნილევსკის მონასტერში. 1537 წელს კი წმინდა სიმონი მისი წინამძღვრის წარდგინებით, მოხუც ლოგინთან ერთად, გაემართა თავის სამშობლოში სოლვიჩეგოდსკში. ისინი ეძებდნენ განმარტოვებულ ადგილს და ქალაქიდან 15 ვერსის დაშორებით, მდინარე კორიაჟემის ნაპირას გაჩერდნენ. აქ შუა ტყეში გადაწყვიტა წმინდა ლოგინმა დასახლება. წმინდა სიმონმა გადაწყვიტა, მიხმარებოდა. მათ ააშენეს კელია და სამლოცველო. რაღაც დროის განმავლობაში ორივენი ამ ადგილას ცხოვრობდნენ, მადრამ შემდეგ წმინდა, სიმონმა გადაწყვიტა უფრო განმარტოებით ეპოვა სამყოფელი - დაშორდა წმინდა ლოგინს და გაუყვა მდინარის დინებას ზემოთ.

60 ვერსის დაშორებით, მდინარე სოიგის სათავესთან, უღრან ტყეში აიშენა კელია, ხოლო მოგვიანებით ეკლესიაც ააგო იესო ქრისტეს სახელზე, რომელიც იკურთხა 1541 წლის 17 მაისს. უღრან ტყეში გააგრძელა მან მოღვაწეობა.

დაიწყო ხალხმა მასთან შეკრება. მათ სურდათ წმინდანთან ერთად დაყუდება. წმინდა სიმონი მათ აძლევდა რჩევებს და თავისი მაგალითით ასწავლიდა ღვთისკენ სავალ გზებს. ასე იცხოვრა მან 20 წელი. სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე მან მიიღო ცნობა იმის შესახებ, რომ მისმა სულიერმა ძმამ და წინამძღვარმა ლოგინმა გაითქვა სახელი სასწაულებით. ამის შემდეგ მან თავისი მოსწავლეების გარემოში მშვიდად მიაბარა სული უფალს. ეს მოხდა 1562 წლის 24 ნოემბერს (ძველი სტილით). მისი წმინდა ნაწილები დასვენებულია მისსავე დაარსებულ წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარში.

ბეჭდვა
1კ1