წმინდა მიტროფანე (სქემაში - მაკარი) - ვორონეჟელი ეპისკოპოსი (+1703) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი)
წმინდა მიტროფანე (სქემაში - მაკარი) - ვორონეჟელი ეპისკოპოსი (+1703) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი)
წმინდა მიტროფანე დაიბადა 1623 წელს ვლადიმირის მიწაზე. მან სასულიერო მოღვაწეობა როგორც თეთრმა სამღვდელომ, ისე დაიწყო ერთი სოფლის ეკლესიაში. ოცდაცხრამეტი წლის ასაკში ის დაქვრივდა და ფსკოვის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში ბერად შედგა. სამი წლის შემდეგ ის ამ სავანის წინამძღვრად აირჩიეს. ის მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა და ბერებსაც იმავეს სთხოვდა, ზრუნავდა მათზე. ათი წლის შემდეგ მისი სულიერი წინსვლისა და ღვთივსათნო ცხოვრების შესახებ შეიტყო პატრიარქმა იოაკიმემ და ღირსი მიტროფანე მოსკოვთან ახლოს ერთი დიდი მონასტრის იღუმენად დაადგინა. მალე ღირს მიტროფანეს ახალი ვორონეჟის მღვდელმთავრადაც დაასხა ხელი პატრიარქმა.

ხელისუფლების შეცვლის არეულ პერიოდში, მორწმუნეებმა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ პატრიაქ ნიკონა I-ის რეფორმებს, მოაწყვეს საჯარო დებატები პარტიარქთან და რამდენიმე ეპისკოპოსთან ერთად, რომელთა შორისაც იყო მიტროფანეც. დებატებს ესწრებოდნენ დედოფალი სოფია და ორი ახალგაზრდა უფლისწულიც. კამათი გადაიზარდა შეურაცხყოფების გაცვლა-გამოცვლაში და აღშფოთებაში, რამაც მოიცვა დიდი ქვეყნის ტერიტორია, მათ შორის ვორონეჟის ეპარქია, რომლის მოსახლეობის ნაწილსაც წარმოადგენდნენ კაზაკები.

ეპარქიაში არ იყო საკმარისი მღვდლები, რომლებიც შეძლებდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ განხეთქილებისათვის და კერპთაყვანისმცემლური გადმონაშთებისათვის, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობდნენ ხალხში. მაგრამ ახალი მღვდელმთავარი თამამად შეუდგა საქმეს. პირველ რიგში მოუწოდა სასულიერო პირებს შეესრულებინათ მათი სასულიერო დანიშნულება. "თქვენ ხართ ანგელოზები, რომელნიც ღმერთმა გამოაგზავნა უდაბნოში, რათა ხალხამდე მიიტანოთ უფლის სიტყვა. ლოცვით თქვენ უნდა მიჰბაძოთ წმინდა მოსესა და წმინდა პეტრეს. ეპისკოპოსმა შემოიარა თავისი ეპარქია და აღადგინა წმინდა მამების ყველა ტრადიცია, რითაც შეახსენა მღვდელ-მონაზვნებს მათი მოვალეობანი.

წმინდა მიტროფანე ებრძოდა ხალხში დამკვიდრებულ ცრურწმენებს, გულგრილობას, უპრინციპობას, ის ცდილობდა ხალხის მოქცევას ეკლესიისკენ. ყველაფერ ამის შედეგი იყო ის, რომ მისი ავტორიტეტი ძალიან სწრაფად ამაღლდა, რისი სიმბოლოც გახდა ვორონეჟში ბლაგავეშენსკის ტაძრის მშენებლობა.

ახალგაზრდა მეფე პეტრე I ხშირად სტუმრობდა იერარქს და თაყვანისცემას გამოხატავდა მის მიმართ. მაგრამ როცა წმინდა მიტროფანე მიხვდა, თუ რაოდენ საშიში იყო დასავლური კულტურისა და ანტიკური კერპების გავლენა მეფეზე, გადაწყვიტა აღარ ხლებოდა იმპერატორს. ამ გადაწყვეტილებამ იმპერატორი განარისხა და არგამოცხადების შემთხვევაში, მიტროფანეს დაემუქრა სიკვდილით. ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, ხოლო სიკვდილი მონაპოვარი - დაუბრუნა პასუხად მიტროფანემ მუქარაზე. ამის შემდეგ, ემზადებოდა რა სიკვდილისათვის, ბრძანა საზეიმოდ დაეკრათ ზარები. მეფე გონს მოვიდა და ბრძანა მოეშორებინათ კერპები, რომლებიც გახდნენ მათი უთანხმოების მიზეზნი, მაგრამ მან უარი არ თქვა მის რეფორმებზე, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს რუსული ეკლესიისა და ხალხის ისტორიაზე.

1703 წელს მიტროფანე დაავადდა და სქემაში შეიმოსა სახელით - მაკარი. ის მიიცვალა 23 ნოემბერს, რასაც წინ უძღოდა მისი ქადაგება ხალხისადმი, რომელშიც მან ჩადო მთელი თავისი სიყვარული და სულგრძელობა. მის დასაფლავებას ესწრებოდა მეფეც, რომელიც შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა მას: "აღარ დამრჩა მე ამის გარდა წმინდა მოხუცი, ხსოვნა იყოს მისი სახელის სამუდამოდ".

ბეჭდვა
1კ1