ღირსი აგაბო ისმაიტელი (V) - 22 (05.12) ნოემბერი
ღირსი აგაბო ისმაიტელი (V) - 22 (05.12) ნოემბერი
ღირსი აგაბო ისმაიტელი სირიაში მოღვაწეობდა V საუკუნეში. წარმოშობით არაბი გახლდათ და ქრისტეს რჯულზე მოაქცია ბერმა მაროზმა და ბერადაც მან აღკვეცა. ისინი ერთად ღირს ევსევი სირიელს დაემოწაფნენ. ბერი მაროზი მალე გარდაიცვალა და ღირსი ევსევის გარშემო შემოკრებილ 150 მორჩილს შორის, აგაბოც იყო. ის 38 წელი მდუმარებით და მუდმივი შინაგანი ლოცვით იღწვოდა სირიის უდაბნოში. წმინდანი მუდამ ფეხშიშველი დადიოდა, წელზე ჯაჭვებს ატარებდა, არ წვებოდა. უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1