ღირსი სოზომენ კვიპრელი (XII) - 20 (03.12) ნოემბერი
ღირსი სოზომენ კვიპრელი (XII) - 20 (03.12) ნოემბერი
წმინდა სოზომენი იმ მონაზვნებს მიეკუთვნება, რომლებიც პალესტინიდან ჩამოვიდნენ და შეცდომით ალამანებს ეძახიან. ის მოსაგრეობდა კარპასიაში (თანამედროვე რიზოკარპასი) წმინდა ავქსენტის (28 სექტ.) სიახლოვეს, მღვიმეში. სწორედ ამ მოსაგრეს დაუმეგობრდა ახალგაზრდობიდანვე წმინდა სოზომენი, ის რეგულარულად მიდიოდა წმინდა ავქსენტისთან, რათა მისი სულიერი რჩევები და დარიგებები მოესმინა. დიდხანს ერკინებოდა ეშმაკის მიერ მოვლენილ განსაცდელს, ბოლოს, სულიერ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა და ღირსი შეიქნა მაკურნებელი მადლის მიღებისა. ამიტომაც მის კელიაში დღემდე მიდის ხალხი, როგორც ცხონების წყაროსკენ. წმინდანს პატივს მიაგებენ კვიპროსში, სადაც მის სახელზე ბევრი ტაძარი აშენდა.

ბეჭდვა
1კ1