მართალი ყრმის, იაკობ ნოვგოროდელი საკვირველმოქმედის (+1540), წმინდა ნაწილთა გადაყვანება 1544 წელს - 23 ოქტომბერი (5 ნოემბერი)
მართალი ყრმის, იაკობ ნოვგოროდელი საკვირველმოქმედის (+1540), წმინდა ნაწილთა გადაყვანება 1544 წელს - 23 ოქტომბერი (5 ნოემბერი)
ძველი სტილით 23 ოქტომბერს (ახალი სტ. 5 ნოემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია 1544 წელს მართალი ყრმის, იაკობ ნოვგოროდელი საკვირველმოქმედის წმინდა ნაწილების სოფელ ბოროვიჩის სულიწმიდის სახელობის ტაძარში გადაყვანებას იხსენიებს.

ღირსი იაკობი ბოროვიჩელი სალოსი იყო. მისი სახელი განდიდდა გარდაცვალების შემდეგ. 1540 წელს, აღდგომიდან მესამე დღეს სოფელ ბოროვიჩთან დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მოცურდა ყინულის დიდი ხორგი, რომელზეც იდო მუხის კუბო თავსახურის გარეშე. კუბოში ყმაწვილის გვამი ესვენა. გლეხებმა ჭოკების კვრით გააცურეს ხორგი მდინარის შუაგულისკენ, მაგრამ ის მაინც ნაპირს დაუბრუნდა. ასე განმეორდა სამჯერ. ღამით სოფლის უხუცესებს გამოეცხადათ კუბოში მწოლიარე ყმაწვილი და უთხრა: "მეც ისეთივე ქრისტიანი ვარ, როგორც თქვენ. ნუ გამაგდებთ. მე მქვია იაკობი. ეს სახელი დამარქვეს უფლის ძმის, იაკობის პატივსაცემად".

ბეჭდვა
1კ1