ღირსი ილარიონ პეჩორელი (+1066) - 21 ოქტომბერი (3 ნოემბერი)
ღირსი ილარიონ პეჩორელი (+1066) - 21 ოქტომბერი (3 ნოემბერი)
ილარიონ პეჩორელი ცხოვრობდა XI საუკუნეში. ის თეოდოსი დიდის დროს მოღვაწეობდა კიევ-პეჩორის ლავრაში. ღირსი ბერი დიდი მამის სულიერი შვილი იყო. ილარიონი მთელ დროს ფსალმუნთა გალობაში და წიგნების გადაწერაში ატარებდა. ეშმაკი მრავალი ცდუნებით დაუპირისპირდა მას, თუმცა ილარიონი ყველა ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა თავისი მოძღვრის წმინდა თეოდოსის ლოცვით. მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ ღირსმა ილარიონმა უფრო გაამკაცრა თავისი ასკეტური ცხოვრება, კვირაში მხოლოდ ერთხელ იღებდა საკვებს და სულ ლოცულობდა. ღირსი ილარიონი მიიცვალა 1066 წელს, მისი წმინდა ნაწილები შორეულ მღვიმეებშია დაბრძანებული.

ბეჭდვა
1კ1