წმინდა დიონისე, როსტოვის მთავარეპისკოპოსი (+1425) - 18 (31) ოქტომბერი
წმინდა დიონისე, როსტოვის მთავარეპისკოპოსი (+1425) - 18 (31) ოქტომბერი
წმინდა დიონისე დაიბადა საბერძნეთში XIV საუკუნის II ნახევარში. მან მონაზვნური ცხოვრება ათონის წმინდა მთაზე დაიწყო. იქიდან დიონისე რუსეთში ჩავიდა და მოსკოვში ნათლისღების მონასტერში მოღვაწეობდა. 1380 წელს დიდმა თავადმა დიმიტრი დონელმა ვოლოგდასთან ახლოს მდებარე აკმენის მაცხოვრის მონასტრის იღუმენად დაადგინა, სადაც წმინდა დიონისემ ათონის კინოვიური ტიპიკონი შეიტანა.

1418 წელს წმინდა მიტროპოლიტმა ფოტიოსმა მას ხელი დაასხა როსტოვის მთავარეპისკოპოსად. ცოტა ხნის შემდეგ საშინელმა ეპიდემიამ დააცარიელა ეს მხარე. მღვდელმთავარმა სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა პარაკლისი ხალხს ნაკურთხი წყალი ასხურა – და ეპიდემია მაშინვე შეწყდა.
წმინდა ეპისკოპოსი დიონისე 1425 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1