წმინდა ლუკა დემანელი (+920-985) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა ლუკა დემანელი (+920-985) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა ლუკა ალკარა-ლი-ფუსში დაიბადა, კეთილშობილთა ოჯახში, მშობლებმა მას სასულიერო განათლება მიაღებინეს. შემდეგ კი დაქორწინება მოუნდომეს. მაგრამ მან უარი განაცხადა და გადაწყვიტა ღვთისთვის მიეძღვნა თავი. წმინდა ლუკა აგირიუმში წმინდა ეპისკოპოს ფილიპე ასურის მონასტერში შედგა ბერად. შემდეგ კი მღვდლობდა კალაბრიასა და ლუკანიაში, სადაც მონასტერი დააარსა კარბონეში. შემდგომში ის არმენტოში წმინდა იულიანეს მონასტერში გადავიდა, სადაც ის წინამძღვარი იყო. აქ მან ქალაქის მკვიდრნი შეკრიბა და მისი ხელმძღვანელობით მათ სარკინოზთა შეტევა მოიგერიეს. მან ერთხელ მონასტრის საკუჭნაო გახსნა და მარსიკორიდან გამოქცეული ლტოლვილები გამოჰკვება.

გარდაიცვალა X საუკუნის ბოლოს, მისი წმინდა ნაწილები მისივე სახელობის ტაძარშია დაკრძალული.

ბეჭდვა
1კ1