ღირსი ვანანტი ტურელი (V) - 13 (26) ოქტომბერი
ღირსი ვანანტი ტურელი (V) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა ვანანტი უბრალო გალურ-რომაულ ოჯახში დაიბადა. როცა დრო დაუდგა, მშობლებმა სასძლო აურჩიეს, რომელიც მას ძალზე მოეწონა და ამით ბედნიერი იყო.

ქორწინებამდე ტურში წმინდა მარტინის საფლავის მოლოცვა გადაწყვიტა. საფლავზე ნანახმა მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. იმ დროს ბაზილიკის გვერდით მდებარე მონასტერს სილვინიუსი ხელმძღვანელობდა. ნანახმა სასწაულებმა ვანანტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. უფლისკენ მოიქცა და გადაწყვიტა, მონაზვნად აღკვეცილიყო. დაუტევა სასძლო, მონაზვნად აღიკვეცა და სილვინეს ძმობას შეუერთდა. მას ძმებთან დიდი სიახლოვე და თავმდაბლობა გამოარჩევდა. როცა იღუმენი სილვინტი გარდაიცვალა, სწორედ ვანანტი აირჩიეს იღუმენად. წლების გასვლის შემდეგ თვალთა სინათლე დაკარგა და წირვას ვეღარ ატარებდა. ამ დროს მას წმინდა მარტინივით სასწაული მოუხდა და კვლავ დაუბრუნდა მხედველობა. წმინდა გრიგოლ ტურელი თავის "აღმსარებელთა სადიდებელში" მასზე ამბობს, რომ ვანანტი დიდი სიწმინდის კაცი იყო და მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება. წმინდანის გარდაცვალების შემდეგ მონასტერმა, სადაც ის ცხოვრობდა, მისი სახელი მიიღო.
.....................

მღვდელმოწამე პენტალ ბაზელელი (კიოლნელი), ეპისკოპოსი (+დაახლ.304 წ.); მართალი ლუბენტი კობერელი, ხუცესი (IV); წმინდა მღვდელმთავარი რეგინბალდ შპაიერელი ეპისკოპოსი (+1039)

ეს წმინდანები დასავლეთის ეკლესიაში მოღვაწეობდნენ.

............................

წმინდა მოწამე ანტიგონე - 13 (26) ოქტომბერი

მასზე მოგვითხრობს ბიზანტიური სვინაქსარი. წმინდა ანტიგონე ცეცხლში აღესრულა ქრისტეს სიყვარულისთვის.

ბეჭდვა
1კ1