წმინდა ვილფრიდი, იორკის ეპისკოპოსი (+709-710) - 12 (25) ოქტომბერი
წმინდა ვილფრიდი, იორკის ეპისკოპოსი (+709-710) - 12 (25) ოქტომბერი
წმინდა ვილფრიდი დაიბადა 633/634 წელს ნორტუმბრიაში. გარდამოცემით, მისი დაბადებისას მშობლების სახლი ცეცხლში გაეხვია, როცა მეზობლებმა საშველად მიირბინეს, დაინახეს, რომ ცეცხლი ზეცამდე ადიოდა, მაგრამ არაფერს ვნებდა. 14 წლის ვილფრიდი ლინდისფერის მონასტერში წავიდა, შემდეგ კენტერბერის მონასტერში სწავლობდა, შემდეგ რომში, იქიდან გალიაში გაემართა და ქალაქ ლიონში მონაზვნად აღიკვეცა და ბოლოს სამშობლოში დაბრუნდა. იყო რიპონში მონასტრის წინამძღვარი, სადაც კელტური წესი კონტინენტური ტიპიკონით და რომაული წესით შეცვალა. ოცდაათი წლის იყო, როცა მეფე იორკელმა ის იორკის ეპისკოპოსად დანიშნა. იგი ცდილობდა რომაული წესის და პაპის გავლენის გაძლიერებას ინგლისის ეკლესიაში. შესაძლოა, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ სამჯერ ჩამოაშორეს იორკის კათედრას და სამჯერვე დააბრუნეს. ვილფრიდის დროს იმ მხარეში გამრავლდა მონასტრები, აშენდა დიდებული ტაძრები. წმინდა ვილფრიდი ცნობილია, როგორც სასწაულმოქმედი. აღწერილია შემთხვევა, როცა ერთი გლახაკი ქალის თხოვნით მან მისი გარდაცვლილი ბავშვი მკვდრეთით აღადგინა. ცხოვრების ბოლო წლები რიპონში გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 709/710 წელს და იქვე დაკრძალეს. 940 წელს მისი სხეულის ნაწილი კენტერბერში გადაასვენეს.

ბეჭდვა
1კ1