წმინდა თეოსები არსინოელი - 12 (25) ოქტომბერი
წმინდა თეოსები არსინოელი - 12 (25) ოქტომბერი
წმინდა თეოსები ჩვენთვის უცნობ დროს ცხოვრობდა კვიპროსზე. იგი ძმა გახლდათ წმინდა არკადისა (ხს. 29 აგვისტოს) არსინოეს მომავალი ეპისკოპოსისა. თეოსები დაქორწინდა და რამდენიმე წელი ცოლთან და-ძმასავით ცხოვრობდა. შემდეგ კი მეტი მარხვისა და ლოცვისთვის ერთ მღვიმეში დასახლდა და თან ცხვრებს მწყემსავდა. მოსაგრე საჭმელს მხოლოდ იმდენს იღებდა, რაც არსებობისთვის სჭირდებოდა, დანარჩენს კი მოწყალებად გასცემდა. როცა პურს მიუტანდნენ, იმას გაჭირვებულს აძლევდა. თუ კაცთაგან ვერავის ნახავდა, ჩიტებს ურიგებდა.

წმინდანი იმავე მღვიმეში ლოცვის დროს მშვიდობით აღესრულა. ნათესავები მის სიკვდილს ძაღლის ქცევით მიხვდნენ, რომელიც მის ფარას იცავდა. სამდღიანი ძებნის შემდეგ მღვიმემდე მიაღწიეს და წმინდა თეოსების სხეული ჯერ კიდევ თბილი ნახეს, რომელიც სასიამოვნო სურნელს გამოსცემდა. ღირსი თეოსები თავის მოსაგრეობის ადგილას დაკრძალეს. მალე წმინდა თეოსების სახელზე ტაძარი ააშენეს, სადაც უამრავი სასწაული აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1