ღირსი ეპიქტეტი კვიპრელი, სასწაულთმოქმედი - 12 (25) ოქტომბერი
ღირსი ეპიქტეტი კვიპრელი, სასწაულთმოქმედი - 12 (25) ოქტომბერი
არავინ იცის, როდის ცხოვრობდა წმინდა ეპიქტეტი. გარდამოცემით, წმინდანი სხვა პალესტინიდან მოსულ მონაზვნებთან ერთად კვიპროსზე დასახლდა. ღირსმა მამამ სამოღვაწეოდ მღვიმე აირჩია, რომელიც კატაკომბივით მოაწყო. ეს მღვიმე ქალაქ კირინეის სიახლოვეს მდებარე სოფელ კაზაფანის გვერდით მდებარეობდა. წმინდა ეპიქტეტი აქ წლების განმავლობაში ღვთის სათნოდ ცხოვრობდა. შემდგომში ამ მღვიმის თავზე სოფლის ეკლესია ააშენეს, წმინდანი იქვეა დაკრძალული.
წმინდა ეპიქტეტს კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1