ღირსი იონა კვიპრელი - 11 (24) ოქტომბერი
ღირსი იონა კვიპრელი - 11 (24) ოქტომბერი
ჩვენთვის უცნობია, როდის ცხოვრობდა ღირსი იონა. ის გახლდათ იმ წმინდა მონაზონთა შორის, რომლებიც პალესტინიდან კვიპროსში ჩავიდნენ. ღირს კინდევსთან სასწაულებრივი შეხვედრის შემდეგ იონა კვიპროსზე, ლარნაკის ოლქში, სოფელ პერგამეს სიახლოვეს მღვიმეში დასახლდა. ის იქიდან იშვიათად გამოდიოდა ხოლმე, ისიც - მეგობარ წმინდა კინდევსთან სასაუბროდ. ეშმაკს შეშურდა მისი სულიერი წარმატების და მრავალი დღის მანძილზე იღებდა იონას სახეს და უკან დასდევდა მის მოწაფეს, რომელიც მან წყლის მოსაძებნად გაგზავნა. მაშინ წმინდა იონამ კლდეს თავისი კვერთხი დასცხო და იქიდან სასწაულმოქმედი წყარო წარმოდინდა. ამ წყარომ 1912 წლამდე იარსება. მაშინ თურქებმა წმინდანისადმი მიძღვნილი ეკლესია დაანგრიეს და წყარო ნანგრევებით ამოავსეს. წმინდა იონა ადგილობრივი წმინდანია და სვინაქსარში არ იხსენიება.

ბეჭდვა
1კ1