ღირსი ბასიანე კონსტანტინოპოლელი (V) -ხსენება 10 (23) ოქტომბერს
ღირსი ბასიანე კონსტანტინოპოლელი (V) -ხსენება 10 (23) ოქტომბერს
ნეტარი მამა V საუკუნეში ცხოვრობდა, სირიაში დაიბადა და მრავალი წელი განმარტოებით იღვწოდა.

შემდეგ მწირივით იწყო სიარული ერთი ადგილიდან მეორემდე და ვინც კი ხვდებოდა, თავისი მადლმოსილი სიტყვით განანათლებდა.

მარკიანეს (450-457 წლები) იმპერატორობისას ბასიანე კონსტანტინოპოლს გადავიდა და გარშემო სამასამდე მოწაფე შემოიკრიბა - სენატორნი, წარჩინებულნი, მაშ შორის წმინდა დედა მატრონაც (ხსენება 9 ნოემბერს).

იმპერატორი ღირს მამას სულიერად ეშვილა და სიცოცხლე¬შივე აღაშენა მის პატივად ტაძარი.

წმინდა ბასიანემ ღრმა სიბერეში შეჰვედრა სული უფალს და მრავალი სასწაული აღასრულა.

ბეჭდვა
1კ1