ღირსი იოანე ლამპადისელი, კვიპროსელი სასწაულმოქმედი (X) -04 (17) ოქტომბერი
ღირსი იოანე ლამპადისელი, კვიპროსელი სასწაულმოქმედი (X) -04 (17) ოქტომბერი
ქრისტეს ეს რჩეული ნიკიფორე ფოკას (963-969 წლები) იმპერატორობისას ცხოვრობდა,  სოფელ ლამპადისში დაიბადა (წმინდა ჰერაკლიდეს მშობლიურ სოფელში), 28 წლისამ ქორწინებაზე უარი თქვა, მამისეული სახლი დატოვა და სამოღვაწეოდ წმინდა ჰერაკლიდეს სახელობის მონასტრის სიახლოვეს, მარაფასთან დაფუძნდა.

თუმცა, საცოლის მშობლებმა ეს ვერ აპატიეს და უკან ჯადოქარი გაადევნეს, რომლის გრძნეულებითაც იოანეს თვალისჩინი წაერთვა და სულ ოთხი წელი იცოცხლა. თუმცა, ამ მოკლე ხანში ღვთისგან იმხელა მადლი მოიხვეჭა, მამამთავარ მოსეს მსგავსად, შეეძლო, კლდისთვის კვერთხი ეკრა და წყარო წარმოედინა.

ნეტარს დემონთა განდევნის ძალაც ებოძა. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მხედველობა დაუბრუნდა და სამი ოქროს არწივი იხილა, რომელნიც გარს შემოხვეოდნენ და ზეცისკენ მოუწოდებდნენ.

მოგვიანებით იმ ადგილას მისი სახელობის ტაძარიც აღმართეს, სადაც დღემდე უამრავი სასწაული აღესრულება.

* * *
ხსენება წმინდისა თეოდორე პირველისა, ანტიოქიელი პატრიარქისა, აღმსარებლისა, მუსლიმანთაგან განდევნილისა

ბეჭდვა
1კ1