ღირსი თეოდორე თამასელი (I-II) - 04 (17) ოქტომბერი
ღირსი თეოდორე თამასელი (I-II) - 04 (17) ოქტომბერი
წმინდა თეოდორე პირველ საუკუნეში, კვიპროსის ქალაქ თამასში ცხოვრობდა და წარმართი მშობლების შვილი იყო. წმინდა მნასონთან ერთად (ხსენება 18 ოქტომბერს) რომი და იერუსალიმი მოილოცა, რომ მოციქულთა ქადაგება მოესმინათ, ნათლისღების შემდგომ კი კვლავ სამშობლოს დაუბრუნდნენ წმინდა ჰერაკლიდეს (ხსენება 17 სექტემბერს) ეშვილნენ სულიერად.

მოგვიანებით თეოდორე თამასის მახლობლად განმარტოვდა, ოცდათვრამეტწლიანი, ყველასგან დაფარული ღვაწლის შემდგომ კი ადგილობრივ ეპისკოპოსს უხმო და წმინდა მნასონისა და ჰერაკლიდეს ღვაწლი და სასწაულები ჩააწერინა, რისი მომსწრეც თავად გახლდათ, შემდეგ კი სული უფალს შეჰვედრა.

ბეჭდვა
1კ1