ღირსი კასიანე ბერძენი, უგლიჩელი სასწაულმოქმედი (+1504) - 02 (15) ოქტომბერი
ღირსი კასიანე ბერძენი, უგლიჩელი სასწაულმოქმედი (+1504) - 02 (15) ოქტომბერი
წმინდა კასიანე XV საუკუნის II ნახევარში დაიბადა და ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის, კონსტანტინე XI პალეოლოღოსის (1449-1453 წლები) ნათესავი გახლდათ.

1473 წელს კასიანე, - მაშინ - კონსტანტინე, რუსეთში მეფის ასულ სოფია პალეოლოღოსს გამოჰყვა, რომელსაც თავად იოანე ვასილის ძეზე უნდა დაეწერა ჯვარი.

სხვა დიდებულთაგან განსხვავებით, ცდას რომ არ აკლებდნენ, ოღონდ რუსთა ხელმწიფის მაღალი ტიტულები ეგდოთ ხელთ, კონსტანტინე ოდენ ბოიარობას დასჯერდა და მთავარეპისკოპოს იოასაფის მსახურება იდო თავს.

1489 წელს იოასაფი თეთრ ზღვასთან მდებარე თერაპონტის მონასტერში გადავიდა და თან კონსტანტინეც იახლა, რომელიც შემონაზვნებას არ აპირებდა. მაგრამ სავანეში ყოფნის პირველივე ღამეს წმინდა მარტინიანე (ხსენება 12 იანვარს) გამოეცხადა და მოსთხოვა, წუთისოფელს განრიდებოდა.

მოკლე ხანში მეუფე იოასაფის ხელით კასიანეს სახელით აღიკვეცა და მთელი არსებით მიეცა უმძიმეს ღვაწლს.

წმინდა მამა ხშირად სწერდა მეგობარს, წმინდა ნილოს სორელს (ხსენება 7 მაისს), რომელიც მუდამ მდუმარე ღვაწლისკენ მოუწოდებდა.

გავიდა სამი წელი და კასიანე უგლიჩის სიახლოვეს, მდინარე უჩმის ნაპირას განმარტოვდა, იქაურობას კი ოდენ საპყრობილეში მყოფი მეგობრისა და მფარველის, უგლიჩელი თავადი ანდრიას მოსანახულებლად დატოვებდა ხოლმე. მის გარშემო შემოკრებილ მოწაფეებს კი, უპირველესად, მორჩილებას, გულმოწყალებას და მიცვალებულთათვის ლოცვას შთააგონებდა.

ნეტარი მამა 1504 წლის 2 ოქტომბერს აღესრულა.

* * *
ხსენება მართლისა მხედრისა თეოდორესი (უშაკოვი)

* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა ალექსანდრე ბულგაკოვისა (+1938)

* * *
ხსენება წმინდისა დამარისა, პირველი ათენელისა, რომელიც მოციქულ პავლეს ქადაგების შემდგომ პირველი მოინათლა (I)

ბეჭდვა
1კ1