ღირსი ოლეგი, კეთილმსახური თავადი (+1307) - 20 სექტემბერი (3 ოქტომბერი)
ღირსი ოლეგი, კეთილმსახური თავადი (+1307) - 20 სექტემბერი (3 ოქტომბერი)
წმინდა ოლეგი შვილიშვილი გახლდათ წმინდა მიქაელ ჩერნიგოველისა და შვილი ბრიანსკის პირველი თავადის, კეთილმსახური რომანისა. 1274 წელს ის მამასთან ერთად ლიტველებს ეომებოდა. შეიცნო რა ამ სოფლის ამაოება, თავისი სათავადო ძმასა და ძმისშვილს დაუტოვა და შემონაზვნება გადაწყვიტა. მან 1275 წელს ბრიანსკში წმინდა პეტრეს მონასტერი ააგო და აქვე აღიკვეცა მონაზვნად ბასილის სახელით. წმინდა ბასილი ოლეგ-ყოფილი 1307 წლის 20 სექტემბერს გარდაიცვალა.
........................

წმინდა მღვდელმოწამენი თეოქტისტე სმელნიცკი და ალექსანდრე ტეტიუევი, მღვდლები (+1937) - 20 სექტემბერი (3 ოქტომბერი)

ამ წმინდა ახალმოწამეებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1