ღირსი იოანე კრიტელი, მაშენებელი (+1031) - 20 სექტემბერი (3 ოქტომბერი)
ღირსი იოანე კრიტელი, მაშენებელი (+1031) - 20 სექტემბერი (3 ოქტომბერი)
ღირსი იოანე კრეტაზე დაიბადა, სოფელ სივოსში, კონსტანტინე VII პორფიროგენოტოსის ზეობის (951-959) დროს. სიყრმეში დაუტევა მშობლები, და კუნძულის უდაბურ ნაწლში დასახლდა, რათა მარტოობაში ეცხოვრა, ემარხულა და ელოცა. რაქსოსამდე რომ მიაღწია, ერთ-ერთ მღვიმეში საფლავი ნახა. საღმრთო გამოცხადებით ეუწყა, რომ აქ დაკრძალულნი იყვნენ წმინდანები ევტიქიოსი და ევტიქიანე. ღირსმა მამამ ამ ადგილას შემდგომში ეკლესია ააშენა მათ სახელზე.

მონაზვნად აღკვეცის მერე ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა, ბოლოს მირეოკეფალის მთის წვერზე დასახლდა და იქ ღვთისმშობლის სახელზე ეკლესია დააარსა. შემდეგ მონასტერი, თავისი ექვსი მოწაფიდან ერთ-ერთს ჩააბარა და თვითონ მიმომწირობა განაგრძო. აშენებდა ეკლესიებს, სადაც ცხოვრობდა, რწმენასა და ზნეობაში განამტკიცებდა არაბთა ბატონობის გამო შერყეულ ქრისტიანებს. გაურბოდა დიდებასა და პატივს, ილტვოდა განმარტოებული ცხოვრებისკენ, ბოლოს სოფელ აქტეს სიახლოვეს სკიტში დასახლდა. სიცოცხლის ბოლოს კონსტანტინოპოლში გაემგზავრა და პატრიარქ ალექსი სტუდიელისგან დოკუმენტი მიღო, რომლის ძალითაც მირეოკეფალის მონასტერს სტავროპიგიალურის სტატუსი მიენიჭა, ხოლო იმპერატორ რომანოზ III (1028-1034) სავანეს ყოველწლიური ფული გამოუყო.

ღირსი იოანე სკიტში დაბრუნდა, ანდერძი შეადგინა (1031) და ბოლო დღეები მდუმარებასა და უფალთან საუბარში გაატარა მისი სკიტი შემდგომში დიდი მონასტერი გახდა, რომელიც წმინდა ევსტათის მიეძღვნა.

ბეჭდვა
1კ1