წმინდა ევსტათი თესალონიკელი (+1194) - 20 სექტემბერი (3 ოქტომბერი)
წმინდა ევსტათი თესალონიკელი (+1194) - 20 სექტემბერი (3 ოქტომბერი)
წმინდა ევსტათი კონსტანტინოპოლში დაიბადა დაახლოებით 1115 წელს. ყრმა იყო, როცა წმინდა ეფემიას მონასტერში დასახლდა, სადაც დაწყებითი განათლება მიიღო. ხოლო საპატრიარქო სკოლაში ბრწყინვალე განათლება მიიღო. 11560 წელს ფლორას მონასტერში დიაკვნად დაასხეს ხელი. შემდგომში მას რიტორთა კორიფე დაარქვეს ორატორული ნიჭის, ფართო განათლების და პედაგოგიური უნარების გამო. ის ყველა ფილოლოგიურ დისციპლინას ასწავლიდა და მის მოწაფეებს იმდენად სწყუროდათ მისი მოსმენა, რომ გაკვეთილებზე ისე ირეოდნენ, როგორც ფუტკრები სკაში. სწორედ იმ წლებში მან ანტიკურ ავტორთა არაჩვეულებრივი კომენტარები შექმნა. როგორც უმწიკვლო ცხოვრების ადამიანი, წმინდა ევსტათი გამოირჩიეს მირონლუკიის ეპისკოპოსად ხელი დაასხეს 1174 წელს, ხოლო შემდეგ წელს თესალონიკის კათედრა მიანდეს.

წმინდა მღვდელმთავარი ბევრს იბრძოდა, როგორც საერო ისე სასულიერო პირებს შორის ზნეობის გამოსწორებისთვის. მისმა მცდელობამ ისეთი წინააღმდეგობა გამოიწვია, რომ კათედრის დატოვება და ფილიპოლოსში წასვლა მოუწია. რამდენადაც ისააკ ანგელოსმა უყურადღებოდ დატოვა ეპისკოპოსის წინააღმედეგ წამოყენებული ბრალდებები, წმინდა ევსტათიმ უკან დაბრუნება ორი წლის შემდეგ შეძლო.

მღვდელმთავარი ასკეტურად ცხოვრობდა, თავის ქონებას გლახაკებს ურგებდა და შეძლებისადგვარად ეწინააღმდეგებოდა უსამართლობას. ნორმანების მიერ თესალონიკის ალყის დროს 1185 წელს, მან უარი თქვა სამწყსო მოიეტოვებინა, და სიცოცხლის რისკის ფასად ქალაქში დარჩა. ქალაქის აღების შემდეგ წმინდა ევსტათი დააპატიმრეს, ცუდად ექცეოდნენ, ბოლოს თავიანთ მეთაურს, ალდუინს მიუყვანეს, რომლისგანაც წმინდა ევსტათიმ მკვლელობების და ძარცვის შეწყვეტა და მართლმადიდებელი რწმენისა და ღვთისმსახურების პატივისცემის გამოვლენა მოითხოვა. წმინდანის მტრებმა ხმა გაავრცელეს, მღვდელმთავარი სახლში ქონებას ინახავსო. ნორმანებმა მთელი სახლი გადაატრიალეს და ძვირფასეულობას ვერ მიაგნეს, მიუხედავად ამისა წმინდანს ძალზედ უხეშად მოექცნენ და ერთხანობა დაპატიმრებული ჰყავდათ.

როცა რეზიდენციაში დაბრუნდა, წმინდა ევსტათიმ ნახა, რომ იქ ლათინები ჩასახლებულიყვნენ, და მოუწია ბაღში დასახლება, სადაც ყველაზე აუცილებელიც კი აკლდა. ასე ცხოვრობდა 1185 წლის ნოემბრამდე, ქალაქის გათავისუფლებამდე. და მერე დიდი შრომა გასწია რეზიდენციის აღსადგენად.

წმინდა ევსტათი ღმად მოხუცებული გარდაიცვალა 1194 წელს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ნეტარი ევსტათი წმინდანად შერაცხა 1988 წელს.

ბეჭდვა
1კ1