წმინდა არკადი, ნოვგოროდის ეპისკოპოსი (+1165) - 18 სექტემბერი (1 ოქტომბერი)
წმინდა არკადი, ნოვგოროდის ეპისკოპოსი (+1165) - 18 სექტემბერი (1 ოქტომბერი)
წმინდა არკადი X საუკუნეში მოსაგრეობდა, თავის დაარსებულ მონასტერში, ნოვგოროდიდან სამ ვერსტში მდებარეობდა. წმინდა არკადისთან უამრავი ადამიანი მიდიოდა რჩევისთვის, ლოცვისთვის. მისმა წმინდა ცხოვრებამ, გონიერებამ, განსჯის უნარმა, დიდსულოვნებამ საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა მოუხვეჭა. ამიტომ როცა წმინდა ნიფონტი (ხს. 8 აპრ.) გარდაიცვალა, ნოვგოროდელებმა, ეპისკოპოსად ყველამ ერთხმად არკადი აირჩია. მიიღო რა ეს უმაღლესი წოდება, წმინდა არკადიმ დიდი პატივით ატარა იგი: მის დროს ნოვგოროდში არ მომხდარა არც მკვლელობა, არც ძარცვა და ეს ყველაფერი წმინდა არკადის სიწმინდეს უნდა მივაწეროთ. წმინდა არკადი 1165 წლის 19 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს წმინდა სოფიას ტაძარში.

ბეჭდვა
1კ1