წმინდა ჰერაკლიდე და მირონი, ტამასოსელი ეპისკოპოსები (I) - 17 (30) სექტემბერი
წმინდა ჰერაკლიდე და მირონი, ტამასოსელი ეპისკოპოსები (I) - 17 (30) სექტემბერი
როცა მოციქულები პავლე და ბარნაბა 45 წელს კვიპროსზე ჩავიდნენ, სოფელ ლამპადაში შეხვდნენ ვინმე ჰერაკლეს, რომელმაც მათ წარმართულ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობა შესთავაზა. მოციქულებმა უარი უთხრეს და სთხოვეს, პაფოსის გზა ეჩვენებინა. ჰერაკლემ მათ მეგზურად თავისი ვაჟი ჰერაკლიდე გააყოლა.

გზაში მოციქულებმა ჰერაკლიდე ქრისტესკენ მოაქციეს. მან სიხარულით მიიღო მოძღვრება და მოინათლა კიდეც.

შემდეგ მოციქულმა ბარნაბამ მას ტამაოსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მღვდელმთავარმა საცხოვრებლად მღვიმე აირჩია, საიდანაც ქადაგებდა ხოლმე, მან ქრისტესკენ მოაქცია თავისი მშობლები, განკურნა სნეულები, მკვდრები აღადგინა. ის სამოცი წლისა მოკლეს ქრისტეს გულისთვის და იმავე მღვიმეში დაკრძალეს. სხვა გარდამოცემით, მრავალი განსაცდელების შემდეგ წმინდა ჰერაკლიდე მშვიდობით მიიცვალა და მისმა მეგობარმა იმავე მღვიმეში დაკრძალა, სადაც წმინდა ბარნაბა იყო დაკრძალული.

წმინდა მირონი ჰერაკლიდეს შემდეგ ტამასოსის ეპისკოპოსი გახდა, ისიც მოწამებრივად აღესრულა. ამ წმინდანებს კვიპროსის ეკლესია მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1