წმინდა ელბე (ელვე, ანდა ელფე) ემლიელი (+527) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
წმინდა ელბე (ელვე, ანდა ელფე) ემლიელი (+527) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
ირლანდიური ლეგენდები წმინდა ელბეზე გვითხრობენ: თითქოს დედამისი უბრალო მსახური ქალი ბატონისგან დაორსულდა და მისი დაჟინებული მოთხოვნით ტყეში წაიყვანა და დატოვა. ბავშვი ძუ მგელმა გაზარდა, მაგრამ ერთხელაც ყრმა მონადირეებმა იპოვეს და ადამიანებთან წაიყვანეს. ელბემ ერთხელაც ქრისტიან მღვდელს უთხრა: "მინდა ვიცოდე ყოვლის შემოქმედზე, რადგან კაცს არ შეეძლო ცისა და მიწის შექმნა". ყმაწვილი მონათლეს. დროთა განმავლობაში მართლმადიდებელი მისიონერი და ეპისკოპოსი გახდა.

ერთხელ გზაზე დაჭრილი მგელი მონადირის ძაღლების დაგლეჯვისგან გადაარჩინა. იცნო - მისი ძიძა და წაიყვანა. მას მერე ის მის გარეშე ტრაპეზზე არ ჯდებოდა.

სხვა ვარიანტით, წმინდა ელბე მანსტერის მეფის უკანონო შვილი გახლდათ, რომელიც მამის ბრძანებით ტყეში გადააგდეს, სადაც მას მგელი ზრდიდა. მას თვალი მოკრეს მანსტერის ახლოს მცხოვრებმა ბრიტანელებმა და შეიპყრეს. როცა ბრიტანეთში წასვლა დააპირეს, ელბეს წაყვანა არ უნდოდათ, მაგრამ უმისოდ ზღვაში შესვლა ვერ შეძლეს და მასთან ერთად მეორე დღეს გაემგზავრნენ. ელბე როცა მოიზარდა, რომში ჩავიდა, მიიღო განათლება და წმინდა ჰილარიმ მღვდლად აკურთხა. შემდეგ რომის პაპმა ეპისკოპოსად დაასხა ხელი. როგორც ეპისკოპოსმა, სამი დღე უქადაგა რომაელებს, შემდეგაც ირლანდიაში გაემგზავრა და ემლიში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა. გარდამოცემით, ნაპირს იდუმალი, ზებუნებრივი ხომალდი მოადგა, რომელზეც ავიდა, რათა თავისი სიკვდილის საიდუმლო შეეტყო. იმ სამყაროდან დაბრუნების შემდეგ წმინდანი ემლიში გაემგზავრა, რათა იქ გარდაცვლილიყო და საუკუნო მშვიდობა მიეღო.
.........................

წმინდა გერფრიდ მიუნსტრელი (+839) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)

დასავლეთის ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მღვდელმთავარ გერფრიდს, რომელიც 839 წლის 12 სექტემბერს აღესრულა მიუნსტერში, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში, გერმანიაში.

ბეჭდვა
1კ1