ღირსი ანდრონიკე ატროიელი (IX) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
ღირსი ანდრონიკე ატროიელი (IX) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
ღირსი ანდრონიკე დაახლოებით 805 წელს იმპერატორ ნიკიფორე I-ის მეფობის და წმინდა ტარასის პატრიარქობის დროს ცხოვრობდა. ის დაიბადა მცირე აზიაში, სოფელ ელეაში. სიყრმიდანვე შეიყვარა მარხვა და მოუკლებელი ლოცვა. ამიტომაც ძალზედ წარემატა სულიერ ცხოვრებაში. ის ჯერ ატროიის ოლქში და ასევე ბითინიაში ოლიმპოს მთაზე ღვთივ სათნოდ ცხოვრობდა და მალევე სასწაულქმედების მადლი მოიპოვა. წმინდა ანდრონიკე მხოლოდ მცირეოდენ ხილს, პურსა და წყალს იღებდა და ჯაჭვებს ატარებდა. ამგვარად მან დაიმორჩილა სხეული, სული კი მიუახლოვა ღმერთს და ბოლოს მშვიდობით აღესრულა. მას საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1