წმინდა მოწამე ალექსი ელნატელი, ქრისტესთვის სალოსი (+1937) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
წმინდა მოწამე ალექსი ელნატელი, ქრისტესთვის სალოსი (+1937) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
წმინდა ალექსი 1890 წელს დაიბადა კოსტრომის გუბერნიაში. სრულწლოვანმა უარი თქვა დაქორწინებაზე და მშობლების სახლში მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. რევოლუციის შემდეგ, დაეყუდა და მოუკლებლად ლოცულობდა. 1928 წელს ქრისტესთვის სალოსობა თავს იდო, დადიოდა სოფლებში და სიმბოლოებით წინასწარმეტყველებდა ძალადობრივ კოლექტივიზაციას, ეკლესიების შებილწვას, დაჭერებს. ის რამდენჯერმე ჩაამწყვდიეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მაგრამ იგი ისევ განაგრძობდა სალოსობას. 1937 წელს წმინდა ალექსი ციხეში ჩააგდეს და ერთი თვე აწამებდნენ, რის შემდეგაც აღესრულა. წმინდანი კინეშმის ერთ-ერთ სასაფლაოზე დაკრძალეს. 1985 წელს როცა ხელისუფლებამ ეს სასაფლაო დახურა ღირსი ალექსის წმინდა ნაწილები იქიდან გადაასვენეს. ახლა ღირსი ალექსის წმინდა ნაწილები ქალაქ ივანოვოში დედათა მონასტერში ინახება. რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა ღირსი ალექსი წმინდანად შერაცხა.

ბეჭდვა
1კ1