წმინდა ვილიბერტ კიოლნელი (+889) - 11 სექტემბერი (24 სექტემბერი)
წმინდა ვილიბერტ კიოლნელი (+889) - 11 სექტემბერი (24 სექტემბერი)
წმინდა ვილიბერტი კიოლნის ერთ-ერთი პირველი მღვდელმთავარი იყო. იგი მსახურობდა 870-889 წლებში. მისი ყრმობისა და სიჭაბუკის შესახებ არაფერი ვიცით. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მისი ეპისკოპოსობა კიოლნის ეპარქიის საერთო კრებამ გადაწყვიტა და იმავე დღესვე ხელი დაასხა მთავარეპისკოპოსმა მაინც ლუბერტმა. ამ სიჩქარის გამო რომის პაპმა მისი მღვდელმთავრობა დიდხანს არ აღიარა, მით უმეტეს, რომ წმინდა ვილიბერტი არ დაელოდა რომის საბოლოო გადაწყვეტილებას და მაშინვე შეუდგა ეპარქიის მართვას. იმავე წელს აკურთხა აღდგენილი კიოლნის პირველი ტაძარი. იქვე განთავსდა კიოლნის ეპისკოპოსთა რეზიდენცია. მისი ეპისკოპოსობის დროს ნორმანები შემოესივნენ ქვეყანას. 881 წლის ზამთარში კიოლნი დაანგრიეს და წმინდა ვილიბერტმა თავს გაქცევით უშველა. მშვიდობით აღესრულა 889 წლის 11 სექტემბერს და მისი სხეული კიოლნის ძველ ტაძარში დაკრძალეს.

ბეჭდვა
1კ1