ღირსი ეფროსინ კეფალონელი - 10 (ახალი სტილით - 23) სექტემბერი
ღირსი ეფროსინ კეფალონელი - 10 (ახალი სტილით - 23) სექტემბერი
ღირსი ეფროსინი 1737 წელს კეფალონის კუნძულზე მდებარე სოფელ ილარში დაიბადა, 16 წლისა დაობლდა და მისი აღზრდა ბიძამ ითავა.

ღვთის მიყვარულმა მისი გული ისე აღავსო, ყოველ ღამით წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის ტაძარში მირბოდა, რომ ელოცა.

ბიძამ, შენიშნა რა ეფროსინის ღამეული გაუჩინარებანი, შეშინებული ერთხელ უკან გაჰყვა, ხოლო რა იხილა, თუ რა სწყუროდა, ურჩია, მეზობელ, ღვთისმშობლის სახელობის მონასტერს შერთვოდა და სიცოცხლე ღვთისთვის მიეძღვნა.

ეფროსინი მოშურნედ შეუდგა ღვაწლს და სავანის იღუმენის წინამძღვრობით მალე ისე წარემატა, ღვთისგან ჭვრეტის მადლი მიიღო.

განათლება არასოდეს მიუღია, მაგრამ წმინდა წერილი ზეპირად იცოდა და ყოველ მიმსვლელს იმ სიტყვას მიაგებებდა, რაიც მის სულს სჭირდებოდა, ლოცვით უნაყოფო დედაკაცთ კურნებას ჰგვრიდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა.

ეფროსინს ღვთივ ეუწყა დღე ამქვეყნიდან განსვლისა, სავანის ძმობას უხმო, უკანასკნელად დამოძღვრა და 1811 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

როდესაც მისი სამარე გახსნეს, იქიდან საოცარი კეთილსურნელება აღმოიფრქვა.

ბეჭდვა
1კ1