ღირსი კასიანე კამენსკელი - 10 (ახალი სტილით - 23) სექტემბერი
ღირსი კასიანე კამენსკელი - 10 (ახალი სტილით - 23) სექტემბერი
წმინდა კასიანე XV საუკუნეში ცხოვრობდა და ბერად სპას-კამენსკის სავანეში აღიკვეცა.

გარკვეულ ხანს ნეტარ კირილე ბელოზერელთან ერთად იღვწოდა, მისი ამქვეყნიდან განსვლის შემდგომ კი - ბელოზერის სახელგანთქმული სავანის იღუმენად აღირჩიეს.

მისი სიქველის შესახებ დიდმა მთავარმა, ვასილი ვასილის ძემ და მოსკოვის მიტროპოლიტმა, წმინდა იონამაც (ხსენება 27 მაისს) შეიტყვეს და საეკლესიო საქმეთა მოსაგვარებლად ორგზის წარგზავნეს კონსტანტინოპოლს, რისთვისაც უხვად დაასაჩუქრეს.

მაგრამ კასიანემ ყოველივე დაუტევა და კვლავ სპას-კომენსკის სავანეს დაუბრუნდა, რომლის იღუმენადაც მცირე ხნის შემდგომ აღირჩიეს.

ღირსი მამა 1460 ან 1470 წლებში აღესრულა.

ხატის წყარო

* * *
ხსენება მღვდელმოწამეთა: ისმაილ კუდრიავცევისა, ევგენი პოპოვისა, იოანე სმირნოვისა, კონსტანტინე კოლპეცკისა, პეტრე გრიგორიევისა, ვასილ მალინინისა, გლებ აპუხტინისა, ვასილ მაქსიმოვისა, იოანე პოპოვისა, პეტრე იურკოვისა, ნიკოლოზ პავლინოვისა, პალადი პოპოვისა, პრესვიტერთა, ღირსმოწამეთა: მელეტი ფედიუნევისა, მღვდელმონაზვნისა და გაბრიელ იაციკისა, არქიმანდრიტისა, მოწამისა სვიმეონ ტურკინისა, მოწამისა ტატიანა გრიმბლიტისა (+1937 წელი) და მღვდელმოწამისა უარასი (შმარინისა), ლიპეცკელი ეპისკოპოსისა (+1938 წელი)

ბეჭდვა
1კ1