წმინდა პეტრე და პავლე, ნიკეელი ეპისკოპოსნი (+826 წელი) - 10 (ახალი სტილით - 23) სექტემბერი
წმინდა პეტრე და პავლე, ნიკეელი ეპისკოპოსნი (+826 წელი) - 10 (ახალი სტილით - 23) სექტემბერი
ეს წმინდა მამა ნიკეის ეკლესიას IX საუკუნის I მეოთხედში, ხატმებრძოლ ლეონ V სომხის იმპერატორობისას ცხოვრობდა.

თავიდან ხატმებრძოლთაგან ცთუნებულ პეტრეს მალე აღეხილა სულიერი თვალნი და მეგობრის, წმინდა თეოდორე სტუდიელის (ხსენება 11 ნოემბერს) გავლენით, იმპერატორის რელიგიურ პოლიტიკას ღიად დაუპირისპირდა.

მისი ღვაწლი წმინდა თეოდორემ არაერთ წერილში განადიდა.

ღირსი მამა სიცოცხლის ბოლომდე დაითმენდა ლეონისგან დევნას, 826 წლის 11 სექტემბერს, ღირსი თეოდორე სტუდიელის გარდაცვალებამდე ზუსტად ორი თვით ადრე კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმინდა პავლეს ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ კონკრეტული არაფერი ვუწყით, წმინდა ეკლესია ერთად იხსენიებს მოციქულთა თავთა მოსახელეებს და მათი საქმის ღირსეულ მემკვიდრეთ.

შეგვეწიოს მათი ლოცვა!

ბეჭდვა
1კ1