ღირსი სერაპიონ ფსკოველი, სპას-ელეაზარელი - 7 (ახალი სტილით - 20) სექტემბერი
ღირსი სერაპიონ ფსკოველი, სპას-ელეაზარელი - 7 (ახალი სტილით - 20) სექტემბერი
ღვთის ეს რჩეული 1391 წელს, ქალაქ იურიევში (დღევანდელი ტარტუ, ესტონეთი) დაიბადა, მოგვიანებით კი სამოღვაწეოდ წმინდა ეფროსინესთან (ხსენება 15 მაისს) ერთად ფსკოვის სიახლოვეს გადავიდა.

გარკვეული ხნის შემდგომ უმკაცრეს ღვაწლს ვეღარ გაუძლო და იქაურობა მოძღვრის უკითხავად დატოვა. თუმცა, გზად ფეხი დაიზიანა, საკუთარი თვითნებობა შეინანა, უკან დაბრუნდა და იქაურობა ორმოცდათხუთმეტი წლის მანძილზე აღარ დაუტოვებია.

მისი ცხოვრება საბაძველ ექცათ იქაურ მამებს, სხეულს კი იმდენად უბადრუკი კაბა უფარავდა, რომ მისი მიცვალების შემდგომ მისი წაღების სურვილი არავის გაუჩნდა.

უმკაცრესმა ღვაწლმა სერაპიონი დაასუსტა, მძიმედ დაასნეულა და ჯანი მხოლოდ წმინდა ონოფრეს გამოცხადების შემდგომ აღუდგა.

ღირსმა მამამ ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა 1480 წლის გერმანელთა შემოტევა და მათი მარცხიც.

წმინდა სერაპიონი სრულყოფილად ფლობდა ლიტვურსა და ფინურს და სიცოცხლის დიდი ნაწილი სწორედ მათ გამართლმადიდებლებას მიუძღვნა.

ღირსი სერაპიონი 1481 წლის 8 სექტემბერს, 90 წლისა აღესრულა. მის სამარესთან მალე ბრმას თვალი აღეხილა, შემდგომ კი ერთ ქალს, სახელად - მელანიას გამოეცხადა, ოჯახური ტრაგედიის გამო თავის დახრჩობას რომ აპირებდა, ხელი ჩასჭიდა და შეწევნას დაჰპირდა.

ამ ღვაწლმრავალი მამის მეოხებით დღემდე უამრავი სასწაული აღესრულება.

ბეჭდვა
1კ1