ნეტარი იოანე ხშირთმიანი, როსტოველი საკვირველთმოქმედი (+1580 წელი) - 03 (ახალი სტილით - 16) სექტემბერი
ნეტარი იოანე ხშირთმიანი, როსტოველი საკვირველთმოქმედი (+1580 წელი) - 03 (ახალი სტილით - 16) სექტემბერი
წმინდა იოანე, ქრისტესთვის სულელი, XVI საუკუნეში ცხოვრობდა და სავარაუდოდ, დასავლეთიდან უნდა მოსულიყო, თუმცა, თავისი წარმომავლობა არასოდეს გაუმხელია.

ღვთის ეს რჩეული როსტოვს იღვწოდა და თავისი ცხოვრებით მიწიერ ანგელოსს ემსგავსა: - სიხარულით დაითმენდა მარტოობას, დაცინვად და ყოველგვარ განსაცდელს, ხოლო ვისაც ხვდებოდა, ან ვინც მიაკითხავდა, სულიერად დააპურებდა და ანუგეშებდა.

მრავალწლიანი, უმძიმესი ღვაწლის შემდგომ, 1581 ან 1582 წელს, წმინდა იოანემ ღვთივ განისვენა. მის სამარესთან შემდგომში უამრავი სასწაული აღსრულდა.

XVIII საუკუნემდე მის სამარეზე ვერცხლის ჯვარი და მისი კუთვნილი, ლათინურენოვანი ფსალმუნი იდო.

წმინდა იოანეს ეკლესია იოანე მოწყალესთან ერთად - 22 ნოემბერსაც იხსენიებს.

აქვე წაიკითხეთ:

ნეტარი იოანე თმიანი, როსტოველი სასწაულთმოქმედი (+1580) - 12 (25) ნოემბერი



ბეჭდვა
1კ1