მართალი ელეაზარი და ძე მისი ფინესი - 02 (ახალი სტილით - 15) სექტემბერი
მართალი ელეაზარი და ძე მისი ფინესი - 02 (ახალი სტილით - 15) სექტემბერი
ელეაზარი აარონის ოთხი შვილიდან ერთ-ერთი გახლდათ, მისი სახელი ებრაულად ნიშნავს "ის, ვისაც ღმერთი ეხმარება".

მას შემდგომ, რაც მის ძმებს ღვთის მცნებათა დარღვევის გამო ზეციური რისხვა დაატყდათ, სამღვდელო მისია ელეაზარს და მის უმცროს ძმას, ითამარს გადაეცა.

აარონის გარდაცვალების შემდგომ ელეაზარი ლევიტელთა პირველი მღვდელმთავარი გახდა, სწორედ მან აღრიცხა აღთქმულ მიწაზე შესვლამდე თავისი ხალხი.

ელეაზარი ისუ ნავეს ძის გარდაცვალების შემდგომ მალევე განვიდა ამქვეყნიდან.

ფინესი ელეაზარის ვაჟი და მისი მისიის გამგრძელებელი გახლდათ, ღვთის მხურვალე მსახური, რის გამოც უფალმა მას და მის შთამომავლობას მარადიული მღვდლობა უწყალობა.

ელეაზარის გარდაცვალების შემდგომ ფინესი ოცი წლის მანძილზე წინამძღვრობდა ლევიტელთ.

ბეჭდვა
1კ1