ღირსი ფანტინე საკვირველმოქმედი (+974) - 30 აგვისტო (12 სექტემბერი)
ღირსი ფანტინე საკვირველმოქმედი (+974) - 30 აგვისტო (12 სექტემბერი)
ღირსი ფანტინე საკვირველმოქმედმა სამოცი წელი მოსაგრეობდა უდაბნოში. იგი კალაბრიაში დაიბადა. წმინდანი რვა წლის ასაკიდან მონასტერში იზრდებოდა. სიჭაბუკეში იგი უდაბნოებში მწირობდა და, სამოსის გარეშე დარჩენილი, ხშირად ოცი დღის მანძილზე საზრდელსაც არ ღებულობდა. სიცოცხლის მიმწუხრზე წმინდანმა თავი აარიდა სარკინოზებს და პელოპონესს მიაშურა მოწაფეებთან, ვიტალისა და ნიკიფორესთან ერთად. სახარების სწავლებით მან მოიარა კორინთო, ათონი, ლარისი და თესალონიკი, სადაც წმინდა დიდმოწამის, დიმიტრის ნაწილებს სცა თაყვანი. უფლის სათნომყოფელი მამა ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა, IX ს-ის ბოლოს ან X ს-ის დასაწყისში.

ბეჭდვა
1კ1