წმინდა იოანე V (+674-675) და წმინდა გიორგი I (+686) - კონსტანტინოპოლელი პატრიარქები - 18 (31) აგვისტო
წმინდა იოანე V (+674-675) და წმინდა გიორგი I (+686) - კონსტანტინოპოლელი პატრიარქები - 18 (31) აგვისტო
წმინდა იოანე იყო ხუცესი კონსტანტინოპოლში, საპატრიარქოს პროდექდიკი და ხარტოფილაქსი და წმინდა სოფიას სკევოფილაქსი. შემდეგ ის კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს. წმინდა იოანე ისევე როგორც მისი წინამორბედი პატრიარქი თომა, მართლმადიდებლობას იმარხავდა. წმინდა იოანე 669, ან 674, ანდა 675 წელს გარდაიცვალა.

წმინდა გიორგიც ხუცესი და წმინდა სოფიას ტაძრის სკევოფილაქსი იყო, როცა ის იმპერატორ კონსტანტინე IV-ს ბრძანებით 679 წელს კონსტანტინოპოლის კათედრაზე აღასაყდრეს, გადასახლებაში გაგზავნილ თეოდორე I-ის ნაცვლად. ეს არჩევანი იმპერატორმა რომის ეკლესიასთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და 672 წელს მომხდარი განხეთქილების აღმოსაფხვრელად გააკეთა, რაც მონოთელისტთა ერესის გამო იყო გამოწვეული. წმინდა გიორგი მართლამდადიდებელი რწმენისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა. ის მონაწილეობდა VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც აღმოფხვრა მონოთელიტთა ერესი. წმინდა გიორგი 686 წელს გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1