ღირსნი: ევტიქი, ევტიქიანე და კასიანე, კრეტელები (IV) - 17 (30) აგვისტო
ღირსნი: ევტიქი, ევტიქიანე და კასიანე, კრეტელები (IV) - 17 (30) აგვისტო
ეს წმინდანები, სავარაუდოდ, დიოკლეტიანეს მმართველობის ჟამს ცხოვრობდნენ. სამივე ღვიძლი და-ძმა იყო და ბავშვობიდანვე მოსაგრე ცხოვრებით ცხოვრობდნენ. როცა მოიზარდნენ, ისინი კრეტის სამხრეთით, რაქსოსში, ოდიგიტრიის მონასტრის სიახლოვეს მდებარე მღვიმეში განმარტოვდნენ. მალე მათ ღვაწლზე ხალხმა შეიტყო. რაღაც დროის შემდეგ ევტიქიოსი გორტინის ეპისკოპოსი გახდა, თუმცა დევნისას კათედრას ჩამოშორებული ისევ და-ძმას შეუერთდა რაქსოსში და მათთან ერთად დაასრულა ღვთივ სათნო ცხოვრება. სამივეს წმინდა ნაწილები ოდიგიტრიას მონასტერში ესვენა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა. მათ ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1