წმინდა მაკარი I, იერუსალიმის ეპისკოპოსი (+333) - 16 (29) აგვისტო
წმინდა მაკარი I, იერუსალიმის ეპისკოპოსი (+333) - 16 (29) აგვისტო
წმინდა მაკარი იერუსალიმელი არიოზისა და მისი მომხრეების მოწინააღმდეგე და შეურყეველი დამცველი იყო მართლმადიდებელი სარწმუნოებისა პალესტინაში. დაახლოებით 314 წელს ის იერუსალიმის ეპისკოპოსად აირჩიეს, სწორედ იმ დროს წმინდა კონსტანტინე ქრისტიანობაზე მოიქცა. ის ესწრებოდა ძელიცხოველის მოპოვებას, სწორედ მისი დახმარებით მოხდა სასწაული (მკვდარი გაცოცხლდა) და დარწმუნდა ძელიცხოველის სინამდვილეში. სწორედ წმინდა მაკარმა აღმართა იქ შეკრებილთათვის ჯვარი.

შემდგომში მას იმპერატორმა წერილი გამოუგზავნა და ქრისტეს აღდგომის დიდებული ტაძრის აშენება უბრძანა.. წმინდა მაკარი სხვა ტაძრების აშენებასაც თვალყურს ადევნებდა და წმინდა ადგილებში მომლოცველობას ხელს უწყობდა, რითიც იმპერიის ყოველი კუთხიდან უამრავი მორწმუნე მოიზიდა. წმინდა მაკარი ნიკეის საეკლესიო კრებაზეც მონაწილეობდა სხვა პალესტინელ ეპისკოპოსებთან ერთად. წმინდა მაკარი მშვიდად აღესრულა 333 წელს და თავის მემკვიდრედ წმინდა მაქსიმე II დატოვა.

ამ წმინდანის შესახებ არაფერს ამბობს სვინაქსარები და სხვადასხვა თარიღებით არის მოხსენიებული: იოანე ზოსიმეს კალენდარსა და იერუსალიმის კანონარში: 7 თებერვალს, 16 აგვისტოს და 28 ოქტომბერს. "რომაულ მარტიროლოგიაში" 10 მარტს, ზოგიერთ ბერძნულ ლექციონარში კი 26 თებერვალს.

ბეჭდვა
1კ1