ღირსი რაფაელ ბანათელი (+1590) - 16 (29) აგვისტო
ღირსი რაფაელ ბანათელი (+1590) - 16 (29) აგვისტო
სერბი მღვდელ-მონაზონი რაფაელი ცხოვრობდა და მოსაგრეობდა XVI საუკუნეში, ქილანდარის მონასტერში. მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი ათონის მთაზე გაატარა და მერე მონასტრის მეტოქიონში გადასახლდა, რომელიც ქილანდარს წმინდა სტეფანე ლაზარეს ძემ (ხს. 9 ივლისს) აჩუქა. ის მდებარეობდა ბანათის ოლქში, ქალაქ სრემსკა-მიტროვიცაში. თავის ნების საწინააღმდეგოდ, მორჩილებით თავს იდო მეტოქიოის ხელმძღვანელობა და მიუხედავად მრავალი საზრუნავისა, იგი მკაცრ, მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდა და მოუკლებელი ლოცვით მთლიანად ღვთისკენ ისწრაფვოდა. და უფლისგან სასწაულქმედების მადლი მიიღო. ის ლერწმის ხულაში ცხოვრობდა, სადაც აღესრულა და აქვე დაკრძალეს (1590 წლის შემდეგ). მისი საცხოვრებელი შემდგომში ეკვდერად გადაიქცა და მის სიახლოვეს ქალაქ ვოლოსის საკათედრო ტაძარი ააგეს. დღესაც მრავალი ადამიანი მიდის წმინდა საფლავთან თავისი სნეულებებით და კურნებასა და შეწევნას სთხოვენ.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1