ღირსი არკადი ნოვოტორჟელი (+1074) - 14 (27) აგვისტო
ღირსი არკადი ნოვოტორჟელი (+1074) - 14 (27) აგვისტო
ღირსი არკადი XI საუკუნეში სმოლენსკის მიწაზე, ქალაქ ვიაზმაში დაიბადა. სიყმაწვილიდანვე მას ღვთის დიდი სიყვარული ჰქონდა, ამიტომაც მოიძაგა ამსოფლიური საცდურნი და მოუკლებელი ლოცვით ღმერთთან შეერთებას ცდილობდა. ღამეებს ქალაქგარეთ, ტყეში ერთ მთაზე ცრემლიან ლოცვაში ატარებდა. მდუმარებას იმარხავდა და მხოლოდ ვინმეს დასამოძღვრად, სანუგეშოდ თუ ამოიღებდა ხმას. მას ღვთისაგან წინასწარმეტყველების მადლიც მიეცა. რაღაც დროის შემდეგ ქალაქში წმინდა ეფრემი ჩამოვიდა სამოღვაწეოდ და არკადიმაც გადაწყვიტა მას დამოწაფებოდა. მდინარე ტვერცის მარჯვენა ნაპირზე აშენდა მონასტერი (1038). წმინდა არკადიმ საკუთარი ნება მოიკვეთა. ჩვეულებისამებრ დაყუდებულად ცხოვრობდა, მაგრამ ზოგჯერ მდუმარედ სხვებთან ერთად ასრულებდა საერთო საქმეს. 1058 წელს გარდაიცვალა წმინდა ეფრემი, წმინდა არკადიმ მოშურნედ გააგრძელა ღვაწლი და სულიერად უფრო წარმატებული გარდაიცვალა, ის თავისი მოძღვრის გვერდით დაკრძალეს.
............................
მღვდელმოწამე ვასილი (ბოგოიავლინსკი), ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი; ღირსმოწამე მათე (პომერანცევი), არქიმანდრიტი; მოწამე ალექსი ზვერევი; მღვდელმოწამე ვლადიმერ ცედრინსკი, დეკანოზი (1918); მღვდელმოწამეები ვლადიმერ სმირნოვი, დეკანოზი ნიკოლოზი ტოლგსკი, დეკანოზი, ღირსმოწამე ელეფთერი (პეჩენიკოვი), სქემარქიმანდრიტი, ღირსმოწამე ევა (პავლოვა) იღუმენია; ღირსმოწამე ევდოკია (პერევოზნიკოვა); მოწამე თეოდორე ზახაროვი (1937); აღმსარებელი ღირსი ალექსანდრე (უროდოვი), არქიმანდრიტი (1961) - 14 (27) აგვისტო

წმინდა ახალმოწამეებს მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

* * *

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "მოსაუბრე" (XIV)


ნარვის ღმრთისმშობლის ხატი (XVI)


მის ხსენებას დღესასწაულობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1