ღირსი ვიგბერტი ფრიტცალერი (+დაახლ. 675-746) - 13 (26) აგვისტო
ღირსი ვიგბერტი ფრიტცალერი (+დაახლ. 675-746) - 13 (26) აგვისტო
ღირსი ვიგბერტი ინგლისში დაიბადა და სავარაუდოდ იქვე აღიკვეცა მონაზვნად. მან შეიტყო წმინდა ბონიფაცის მოწოდება, სურვილი გაუჩნდა კონტინენტზე მისიონერულ მოგზაურობაში მონაწილეობა მიეღო და გერმანიაში გაემგზავრა.

წმინდა ბონიფაციმ ის იქ ჰესენში, ჰერსფელდის მონასტრის აბატად დაადგინა და წარმატებით ქადაგებდა სახარებას 737 წლამდე. მაშინ ის თიურინგიაში, ორდუფის მონასტრის აბატად დაადგინეს. მაგრამ ხანდაზმული ასაკის გამო თიურინგიაში მცირე ხანს დარჩა და რადგანაც სიკვდილის მოახლოება იგრძნო, წმინდა ბონიფაცის სთხოვა ხერსფელდის მონასტერში დაებრუნებინა. სადაც მან სიცოცხლის ბოლო პერიოდში, მიუხედავად სნეული სხეულისა, მკაცრ ასკეტურ ღვაწლში გაატარა. წმინდანი 746 წელს გარდაიცვალა და ფრიტცლარში დაკრძალეს. წარმართი საქსების შემოსევის გამო წმინდანის სხეული 774 წელს ბიორაბურგში გადაასვენეს. 780 წელს წმინდა ლულემ საზეიმოდ გადაასვენა ჰერსფელდში, სადაც მის სახელზე ტაძარი ააშენეს. ეს ტაძარი რამდენჯერმე დაიწვა და აღადგინეს. ბოლოს 1761 წელს დაიწვა, რის შემდეგაც წმინდა ვიგბერტის წმინდა სხეული უკვალოდ გაქრა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1