წმინდა მირონ საკვირველმოქმედი, კრეტელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 350) - 08 (21) აგვისტო
წმინდა მირონ საკვირველმოქმედი, კრეტელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 350) - 08 (21) აგვისტო
ეს საკვირველი მოღვაწე, სავარაუდოდ, 250 წელს კრეტაზე, ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა, ძალზე ახალგაზრდა დაქორწინდა და ხელი მიწათმოქმედებას მიჰყო, მოსავლის დიდ ნაწილს კი მოწყალებად გასცემდა.

გადმოცემის თანახმად, ერთხელ თავის კალოზე მოსავლის მოსაპარად მისული ქურდები დახვდა, რომელთაც სიხარბით ისე გაეტენათ ტომრები, წაღებას ვეღარ ახერხებდნენ.

მირონმა კი, განდევნისა და დასჯის ნაცვლად, მოსავლის წაღებაში დაეხმარა და სთხოვა, ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ.

თავისი დიდი სიქველის გამო იგი ჯერ სამღვდელო პატივით შემოსეს, დიოკლეტიანესეული დევნის დასასრულს კი - 30 5 წელს, - გორტინის ეპისკოპოსად და კრეტის მთავარეპისკოპოსად.

ეს ყოვლადკეთილი მოღვაწე სამწყსოს არა მხოლოდ სიტყვით შეეწეოდა, არამედ - სასწაულებითაც: - ერთხელ ლოცვით მდინარის დინება შეაჩერა, ნაპირებიდან რომ აპირებდა გადმოსვლას: - შინ დაბრუნებულმა მდინარესთან ხალხი გაგზავნა, რომ სამღვდელმთავრო კვერთხი წყალში ჩაეყოთ, რის შემდგომაც წყალმა დინება განაგრძო.

ღირსი მირონი მრავალი წლის მანძილზე წინამძღვრობდა ეკლესიას, დაახლოებით 305 წელს კი მშვიდობით განვიდა ამქვეყნიდან.

* * *

ხსენება ღირსმოწამისა იოსებ ბარანოვისა, მღვდელ-მონაზვნისა (+1918), მღვდელმოწამისა ნიკოლოზ შუმკოვისა, პრესვიტერისა (+1937), მღვდელმოწამისა ნიკოდიმოს კროტკოვისა, კოსტრომის მთავარეპისკოპოსისა (+1938)

* * *

ხსენება ათი ეგვიპტელი აღმსარებლისა

* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა სტირაკისა, მახვილით განგმირულისა

ბეჭდვა
1კ1