წმინდა იეროთეოზ უნგრელი (X) - 07 (20) აგვისტო
წმინდა იეროთეოზ უნგრელი (X) - 07 (20) აგვისტო
X საუკუნის შუა წლებში ერთ-ერთი უნგრელი თავადი, დულა კონსტანტინოპოლს მოინათლა. უკან მობრუნებულმა თან მონაზონი იეროთეოზი წამოიყოლა, კაცი უგანათლებულესი და უაღრესად ზნეკეთილი, პატრიარქმა თეოფილაქტემ უნგრელთა პირველ ეპისკოპოსად რომ დაასხა ხელი.

ქვეყნის უკვე გაქრისტიანებულ ნაწილზე დაყრდნობით, წმინდა იეროთეოზმა ღვთივსულიერი სიტყვით ღმერთთან მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიყვანა, მრავალი ტაძარი და მონასტერი დააფუძნა და მას შემდეგ, რაც უნგრეთს ბერძნული ეპარქია შექმნა (დაახლოებით, 1000 წელს), ღვთივ განისვენა.

ბეჭდვა
1კ1